1.არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება სავალდებულოა: ა) არქიტექტურული პროექტის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში. აგრეთვე ქ. თბილისის ტერიტორიაზე II, III, IV კლასების მქონე შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობისას, გარდა დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა; ბ) კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის – მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, ამ დადგენილებით განსაზღვრულ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, დადგენილების 32-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
2.გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო, ხოლო სხვა თვითმმართველობის სამოქმედო ტერიტორიაზე – თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილი არიან, არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმების სავალდებულოობა განსაზღვრონ კონკრეტულ ქუჩებზე, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №70-ვებგვერდი,15.02.2011წ.

