Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებმუხლი 65

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 65. I კლასის შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლები

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 04.03.2020.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში
თემები:ღონისძიებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ა) 60 მ 2 ‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 20 მ 2 -მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე; დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა; ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზისა და ბიოგაზის დანადგარი); ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს); ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა; თ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ 2 -მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები; ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზები; კ) ლანდშაფტური მშენებლობა; ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; მ) (ამოღებულია - 20.04.2015, №168); ნ) ბანკომატის განთავსება; ო) საჩრდილობლის მოწყობა; პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; ჟ) ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა; რ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე განსათავსებელი ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რომელთაც არ გააჩნია საძირკველი და რომელთა მოწყობის შესახებ მიღებულია საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილება; ს) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა; ტ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 25 მ 3 -მდე მოცულობის და არა უმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზის, ღია საცურაო აუზის, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა; უ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2მ 3 -მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა; ფ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობა; ქ) გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრება; ღ) აბრებისა და რეკლამების განთავსება; ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება.

2.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია , მის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვროს შესაბამისი ზონები , პირობები და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა - ნაგებობათა სახეობები , რომელთა განთავსება / მშენებლობა მშენებლობის ნებართვის ან / და ამ დადგენილების 66- ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე იქნება შესაძლებელი . ამ დადგენილების 66- ე მუხლის 7 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , ქ . თბილისის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია , განსაზღვროს ისეთი პირობები , რომლებიც ითვალისწინებს უფრო მცირე ვადებს მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის დადასტურებისათვის ( ამ დადგენილების 66- ე მუხლის 7 1 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად ).

2¹.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვროს შესაბამისი ზონები და პირობები, სადაც I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა გარკვეული სახეობების განთავსება/მშენებლობა აკრძალულია.

3.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია , მიიღოს გადაწყვეტილება I კლასს დაქვემდებარებული შენობა - ნაგებობების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის საჭიროების თაობაზე ( გარდა ამ დადგენილების 66- ე მუხლის 7 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ), რაც გაიცემა II კლასის მშენებლობებისათვის დადგენილი წესით .

4.ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს კავშირგაბმულობის ხაზის გაყვანისათვის/მონტაჟისათვის და I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობისათვის/მონტაჟისათვის ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისათვის უფლებამოსილ ორგანოს. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №95, 31.07.2009წ; მუხ.1003 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 მარტის დადგენილება №84-სსმ III, №32, 29.03.2010წ; მუხ.476 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №280-სსმ III, №118,16.09.2010წ; მუხ1751 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №315 – ვებგვერდი, 15.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №384 – ვებგვერდი, 13.10.2011წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №655 – ვებგვერდი, 04.12.2014წ. სა ქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 21.04.2015წ. სა ქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №286 – ვებგვერდი, 31.05.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 29 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 მაი. 2018

    მე-2 პუნქტში თბილისის მუნიციპალიტეტს მიეცა 66-ე მუხლის 7¹ პუნქტის შემთხვევაში უფრო მცირე ვადების განსაზღვრის უფლებამოსილება, ხოლო მე-3 პუნქტში ამ შემთხვევაზე გამონაკლისი დაწესდა ნებართვის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილებისათვის.

  2. 1 მარ. 2016
  3. 21 აპრ. 2015

    65-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულია: სამერცხლის მოწყობა სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად ამ პუნქტის ჩამონათვალიდან გავიდა; დანარჩენი ქვეპუნქტები უცვლელია.

  4. 4 დეკ. 2014

    მე-3 პუნქტში ნებართვის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს მიაკუთვნებს ქ. თბილისის მთავრობის ცალკე მითითების გარეშე; მე-4 პუნქტში ამოღებულია თბილისის მთავრობის ცალკე მითითება და დაზუსტებულია ფორმულირება „გაყვანისათვის“ და „მშენებლობისათვის“.

  5. 15 აგვ. 2011

    65-ე მუხლის პირველ პუნქტში შეიცვალა I კლასის „ბ“ ქვეპუნქტის მოცულობის აღნიშვნა და „გ“ ქვეპუნქტში ღობის სიმაღლე გახდა 4 მ-მდე; ასევე დაზუსტდა „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების ფორმულირება და დაემატა „ლ“–„შ“ ქვეპუნქტები ნებართვის გარეშე შესასრულებელი სამუშაოებით.

  6. 15 თებ. 2011
  7. 16 სექ. 2010

    65-ე მუხლის პირველ პუნქტში ნებართვის გარეშე მშენებლობის ჩამონათვალს დაემატა ლანდშაფტური მშენებლობა, ხოლო ახალი 2¹ პუნქტით თვითმმართველობას მიენიჭა აკრძალვის ზონებისა და პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება.

  8. 29 მარ. 2010

    65-ე მუხლში I კლასს დაემატა ხაზობრივი ნაგებობები („ი“ ქვეპუნქტი), გაუქმდა 1 მ-ის ზღვარი კავშირგაბმულობის ტრანშეაზე, თვითმმართველობას დაემატა „პირობების“ განსაზღვრის უფლება და შემოვიდა მე-4 პუნქტი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრაზე.

  9. 31 ივლ. 2009

    65-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით ნებართვის გარეშე მშენებლობის სიაში დაემატა კავშირგაბმულობის ხაზისთვის 1 მ-მდე ჩაღრმავების ტრანშეის/თხრილის მოწყობა, დამატებითი სანებართვო ნაგებობის საჭიროების გამონაკლისით; დაემატა მითითება „მუხ.1003“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 64შემდეგი მუხლი 66

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დროებითი ნაგებობის განთავსების ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2 მარ. 2020 · №57

  • 9 ცვლილება · ბოლო 31 მაი. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 15 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 66

მიუთითებენ მასზე

მუხლი 66

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 96შენობა-ნაგებობათა კლასები
  • 139შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება
  • 94მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 9შენობა-ნაგებობების კლასები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის
  • 51მშენებლობის ნებართვის გაცემა
  • 47სამშენებლო დოკუმენტის დასაშვები ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას

სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ

  • 2ექსპერტიზას დაქვემდებარებული სანებართვო დოკუმენტაციის სახეები შენობა-ნაგებობის კლასების მიხედვით

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 19 (დანართი 1)სხვა ობიექტები და სივრცეები
  • 44 (დანართი 1)საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში შენობა-ნაგებობების და დანადგარების განთავსება ან/და სხვა სახით სარგებლობა
  • 45 (დანართი 1)მიწის ნაკვეთის შემოღობვის წესი

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 23სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 3 (დანართი 1)სამშენებლო საქმიანობის მიმართ არსებული ძირითადი მოთხოვნები და სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
662396139943 (და…29514719 (დ…44 (დ…45 (დ…65
მითითებამნიშვნელობით ახლოსმშენებლობის ნებართვის …საქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…სანებართვო დოკუმენტაცი…ტერიტორიების გამოყენებ…ტექნიკური საფრთხის კონ…