Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებმუხლი 66

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 66. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 04.03.2020.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში
თემები:ღონისძიებებისამშენებლო ნებართვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹6²77¹891011

1.I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2.I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.

3.65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ და,,ვ“–„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია, განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, ხოლო,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) არსებულ საინჟინრო-საკომუნიკაციო არხებში, შახტებსა და გვირაბებში, აგრეთვე არსებულ ბოძებსა და ანძებზე, ასევე სხვა შენობა-ნაგებობებზე გაყვანის/მონტაჟისა და ტრანშეის გაყვანის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა; ბ) ელექტრონულ ფორმატში შესრულებული კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანის/მონტაჟის ტრასის პროექტი; გ) ტოპოგრაფიული რუკა არსებული ინფრასტრუქტურის ჩვენებით.

5.გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელმა განცხადებას უნდა დაურთოს: ა) გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; ბ) გარე რეკლამის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით; გ) ნაგებობის ესკიზური ნახაზი.

6.საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 3 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ 2 -მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში უნდა დაერთოს განცხადებას: ა) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით; ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.

6¹.I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) მიწისქვეშა ხაზობრივ ნაგებობათა მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების სქემატური ნახაზი, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე; ბ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების გეგმა, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე, მიწისზედა კონსტრუქციების პროექტი; გ ) სამონტაჟო ტერიტორიის , მიწის ნაკვეთის ან / და არსებული ხაზობრივი ნაგებობ ( ებ ) ის მესაკუთრეთა ან / და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა , საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობა ( ქ . თბილისის მუნიციპალიტეტის თანხმობის წარდგენა არ არის საჭირო ამ მუხლის 7 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ).

6².ლანდშაფტური მშენებლობისას განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ხე-ნარგავების ინვენტარიზაციის გეგმა (განმარტებითი ბარათით და ხე-ნარგავების აღწერის მონაცემთა ცხრილით); გ) დენდროპროექტი; დ) ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი ლანდშაფტის კეთილმოწყობის გეგმა (მასშტაბი 1:2000).

7.მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო , 5 დღის ვადაში , წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ ( ებ ) ის საფუძველზე , წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის / მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობასა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას ( გარდა ამ მუხლის 7 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ).

7¹.ქ . თბილისის მუნიციპალიტეტში I კლასის ელექტროგადამცემი ხაზის , გაზსადენის , წყალსადენის ან წყალარინების მილის მშენებლობისას არ არის სავალდებულო განცხადებას თან დაერთოს ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა სახელმწიფოს / მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან საზოგადოებრივ სივრცეში ასეთი ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე . ასეთ შემთხვევაში , ქ . თბილისის მუნიციპალიტეტი ( ქ . თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო ) ვალდებულია , 5 დღის ვადაში დაადგინოს განცხადების შესაბამისობა და განცხადება , თანდართულ საბუთების ასლებთან ერთად , წარუდგინოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს ( მათ შორის , სახელმწიფოს / მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც განკარგვაზე თავად არის უფლებამოსილი ). სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია , მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში . ასეთი მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობასა და მისი განხორციელების შესაძლებლობას ნებართვის გამცემი ორგანო წერილობით ადასტურებს განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში , წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ ( ებ ) ისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანო ( ები ) ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე .

8.თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა.

9.65-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია.

10.ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

11.უნებართვო მშენებლობად არ ჩაითვლება I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის/მონტაჟის განხორციელება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის დარღვევით, თუ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო წერილობით დაადასტურებს დარღვევით განხორციელებული მშენებლობის შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №95, 31.07.2009წ; მუხ.1003 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 მარტის დადგენილება №84-სსმ III, №32, 29.03.2010წ; მუხ.476 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №280-სსმ III, №118,16.09.2010წ; მუხ1751 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №71-ვებგვერდი,15.02.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №384 – ვებგვერდი, 13.10.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №454 - ვებგვერდი , 06.12.2011 წ . სა ქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №286 – ვებგვერდი, 31.05.2018წ. თავი XV II კლასის შენობა-ნაგებობები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 29 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 მაი. 2018

    6¹ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში თბილისის მუნიციპალიტეტის თანხმობა არ მოითხოვება 7¹ პუნქტის შემთხვევაში, ხოლო მე-7 პუნქტს დაემატა გამონაკლისი და შემოდის ახალი 7¹ პუნქტი თბილისში ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის სპეციალური პროცედურით (5, 15 და 20 დღის ვადები).

  2. 1 მარ. 2016
  3. 6 დეკ. 2011

    66-ე მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომელიც გამცემი ორგანოს წერილობითი დადასტურებისას უნებართვო მშენებლობის კვალიფიკაციას გამორიცხავს.

  4. 15 თებ. 2011
  5. 16 სექ. 2010

    66-ე მუხლს დაემატა 6² პუნქტი, რომელიც ლანდშაფტური მშენებლობისას განცხადებაზე თანდასართავ ოთხ დოკუმენტს ადგენს.

  6. 29 მარ. 2010

    66-ე მუხლის მე-4 პუნქტში კავშირგაბმულობის ტრანშეის დოკუმენტაციის წესი 1 მ-ის ჩაღრმავების მითითების გარეშე ჩამოყალიბდა და დაემატა 6¹ პუნქტი I კლასის ხაზობრივი ნაგებობების განცხადებასთან დასართავ დოკუმენტებზე.

  7. 31 ივლ. 2009

    66-ე მუხლის მე-4 პუნქტში გაფართოვდა განცხადებაზე დასართავი თანხმობების ჩამონათვალი, ტრასის პროექტი ელექტრონულ ფორმატში უნდა შესრულდეს და წესი 1 მ-მდე ტრანშეის გაყვანასაც ეხება; დაემატა მითითება „მუხ.1003“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 65შემდეგი მუხლი 67

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დროებითი ნაგებობის განთავსების ნებართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2 მარ. 2020 · №57

  • 7 ცვლილება · ბოლო 31 მაი. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 13 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 65

მიუთითებენ მასზე

მუხლი 65

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 94მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა
  • 96შენობა-ნაგებობათა კლასები
  • 98სანებართვო დოკუმენტაციის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 9შენობა-ნაგებობების კლასები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის
  • 38მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები
  • 51მშენებლობის ნებართვის გაცემა

სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ

  • 2ექსპერტიზას დაქვემდებარებული სანებართვო დოკუმენტაციის სახეები შენობა-ნაგებობის კლასების მიხედვით

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 15⁶შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი

სამშენებლო საქმიანობის შესახებ

  • 6სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა ვალდებულებანი

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 9 (დანართი 1)ინფორმაციის დატანის წესები და პირობები
  • 3 (დანართი 1)სამშენებლო საქმიანობის მიმართ არსებული ძირითადი მოთხოვნები და სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 25³ (დანართი 1)მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
65615⁶25³ (…9496989 (და…3 (და…29385166
მითითებამნიშვნელობით ახლოსმშენებლობის ნებართვის …საქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…სანებართვო დოკუმენტაცი…საჯარო რეესტრის შესახე…სამშენებლო საქმიანობის…