1.II კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის დაბალი ფაქტორით.
2.II კლასს განეკუთვნება: ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ 2 -მდე ფართობის (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისათვის სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 500 მ 2 -მდე ფართობის), 5 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 60 მ 3 -მდე მოცულობის, 10 მ-დან 15 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-დან 15 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-ზე მეტი სიმაღლის ღობე; დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 7 მ-ისა; ე) (ამოღებულია); ვ) 1000 მ 3 -მდე მოცულობის წყალსაცავი; ზ) თხევადი ნივთიერების საცავი/ტერმინალი ავზების ჯამური მოცულობით 100 მ 3 -მდე; თ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია; ი) მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული დროებითი შენობა ან/და ნაგებობა. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 მარტის დადგენილება №84-სსმ III, №32, 29.03.2010წ; მუხ.476 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №315 – ვებგვერდი, 15.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №27- ვებგვერდი, 11.02.2013წ.

