მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 75. IV კლასის შენობა-ნაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლები

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.IV კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის მაღალი ფაქტორით.

2.IV კლასს განეკუთვნება: ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 6 000 მ 2 -ზე მეტი ფართობისა და 22 მ-ზე მეტი სიმაღლის მქონე შენობა; ბ) 200 მ 3 -დან 1000 მ 3 -მდე მოცულობის, 30 მ-დან 50 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 20 მ-დან 30 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 12 მ-ზე და ნაკლები ან ტოლია 24 მ-ისა; დ) ხიმინჯიანი ფუნდამენტის მქონე შენობა-ნაგებობები; ე) ხაზობრივი ნაგებობები – II კატეგორიის ნავთობსადენი, II კატეგორიის გაზსადენი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლის გაზმომარაგებისთვის, 500 მ 3 /სთ და ზევით წარმადობით, III კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, II კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, II კატეგორიის რკინიგზა, II კატეგორიის საავტომობილო გზა, I კატეგორიის ქუჩა; ვ) ელექტროქვესადგური 220 კ.ვოლტი; II კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 10 მვტ-დან 50 მვტ-მდე); ზ) წყალსაცავი 10 000 მ 3 -დან 100 000 მ 3 -მდე მოცულობის; თ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, ავზების ჯამური მოცულობით 500 მ 3 -დან 1000 მ 3 -მდე; ი) აეროდრომი კოდური აღნიშვნით 4D-ზე ქვევით (ასაფრენი ზოლის სიგრძე 1800 მ-მდე და თვითმფრინავის ფრთების გაშლის სიგანე 36მ-მდე) და მზიდუნარიანობით PCN 25-მდე; კ) ბუნებრივი ან/და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზგასამართი სადგურები (გარდა მოძრავი სადგურისა) ან/და ავტოგასამართი სადგურები ან/და ავტოგასამართი კომპლექსები; ლ) მაგისტრალური გაზსადენის გაზგამანაწილებელი სადგური, წარმადობით 500 მ 3 /სთ-დან 3000 მ 3 /სთ-მდე. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №562 – ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №474 - ვებგვერდი, 21.10.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ივლისის დადგენილება №369 - ვებგვერდი, 31.07.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №46 · ძალაშია 31 ივლ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში გაზსადენი ახლა მომხმარებლის გაზმომარაგების II კატეგორიის, 500 მ3/სთ და ზევით წარმადობის გაზსადენია; „კ“ ქვეპუნქტიდან მოძრავი სადგური გამოირიცხა, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტში მითითებულია წარმადობის დიაპაზონი 500–3000 მ3/სთ.

  2. IV კლასის ჩამონათვალს დაემატა „კ“ ქვეპუნქტი (ბუნებრივი ან/და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზგასამართი სადგურები) და „ლ“ ქვეპუნქტი (მაგისტრალური გაზსადენის გაზგამანაწილებელი სადგური 3000 მ.კბ/სთ-მდე წარმადობით).

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32961399415 (დ…29505936 (დ…35 (დ…38 (დ…75
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…ტერიტორიების გამოყენებ…განსაკუთრებული მნიშვნე…სანებართვო დოკუმენტაცი…სამშენებლო პროდუქტების…სამოქალაქო უსაფრთხოები…