მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 89. მშენებლობის ეტაპის დასრულება

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის თითოეული ეტაპის დასრულებისას ნებართვის მფლობელი ვალდებულია, შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმი სამშენებლო მოედანზე წარმოებული სამუშაოების დათვალიერებისა და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.

2.მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმს ხელს აწერენ დამკვეთი და მენარდე ან/და მათი საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო V კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმს ხელს აწერს ასევე სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი.

3.II, III და IV კლასებს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმი, სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე, წერილობითი სახით უნდა წარედგინოს შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უფლებამოსილ შესაბამის ორგანოს, ხოლო V კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმი – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს, სათანადო ეტაპის დასრულების შემდეგ. მხოლოდ ამ ორგანოებში რეგისტრაციის შემდეგ არის იგი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი.

4.მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმის შედგენის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ოქმის შემდგენელს. ოქმის შეუდგენლობა ან ოქმში არასწორი მონაცემების შეტანა გამოიწვევს საქართველოს კანონით – პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5.ეს მუხლი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ 2 - მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ - მდე სიმაღლის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, სათავსებსა და II კლასს მიკუთვნებულ შენობა - ნაგებობებზე, გარდა ამ დადგენილების 67- ე მუხლის მე -2 პუნქტის „ ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობა - ნაგებობებისა.

6.ეს მუხლი არ ვრცელდება იმ ობიექტების მშენებლობებზე, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და უცხოური დაფინანსების მონაწილეობით (მოზიდული საერთაშორისო სახსრები, ინვესტიცია, კრედიტი), და რომელთა მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და ტენდერის საფუძველზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ან/და ამ კანონის მე -3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის მიერ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით შერჩეული საზედამხედველო (საექსპერტო) კომპანიების მიერ ან დამკვეთის სტრუქტურაში არსებული სპეციალური, პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული, სამსახურების მიერ.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ობიექტების მშენებლობების საბოლოოდ დასრულებისას, მშენებლობის ნებართვის მფლობელის ან , ,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1-1/842 ბრძანებით დამტკიცებული წესი თ გათვალისწინებული მშენებლობის განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარედგინება საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის სრულ შესაბამისობას საპროექტო დოკუმენტაციის ნორმებსა და სტანდარტებთან. აღნიშნული დოკუმენტი, ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მთელი მშენებლობის განხორციელების პერიოდში დადგენილი წესით შესრულებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების აქტების, სხვა საჭირო დოკუმენტაციის ა და გამოყენებული მასალების შესაბამისობის სერტიფიკატებისა და მათი შენახვის ადგილსამყოფლის შესახებ.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესი ვრცელდება ამავე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ იმ ობიექტებზეც, რომელთა მშენებლობაც დაწყებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 მარტის დადგენილება №84-სსმ III, №32, 29.03.2010წ; მუხ.476 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №280-სსმ III, №118,16.09.2010წ; მუხ1751 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №370-სსმ III, №162,13.12.2010წ; მუხ.2282 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №244 – ვებგვერდი, 24.06.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №453 - ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის დადგენილება №94 - ვებგვერდი, 16.03.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 29 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-3 პუნქტში V კლასის შენობა-ნაგებობის ეტაპის ოქმის წარდგენას სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსთვის დაემატა პირობა „სათანადო ეტაპის დასრულების შემდეგ“. რეგისტრაციის შემდეგ იურიდიული ძალის შესახებ ბოლო წინადადება ცალკე წინადადებად, ახალი ფორმულირებით ჩამოყალიბდა.

  2. 89-ე მუხლის მე-5 პუნქტის გამონაკლისს, რომლის მიხედვით მუხლი არ ვრცელდება ზოგიერთ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე, დაემატა სათავსები.

  3. 89-ე მუხლის მე-6 პუნქტში გამონაკლისის საფუძვლად დაემატა საერთაშორისო ხელშეკრულება და კრედიტით დაფინანსება, ხოლო ზედამხედველთა წრეს დაემატა სახელმწიფო შესყიდვების კანონით ან მთავრობის სპეციალური წესით შერჩეული კომპანიები.

  4. 89-ე მუხლს დაემატა მე-6–მე-8 პუნქტები: უცხოური დაფინანსებით განხორციელებული ობიექტები ამ მუხლის მოქმედებას გამოერიცხა, მათთვის დაწესდა სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსთვის საბოლოო დოკუმენტის წარდგენის წესი და ეს წესი გავრცელდა ადრე დაწყებულ მშენებლობებზეც.

  5. 89-ე მუხლი მთლიანად ახლებურად ჩამოყალიბდა: ეტაპის დასრულებისას ნებართვის მფლობელი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს აწერენ დამკვეთი, მენარდე და V კლასზე ექსპერტი, წარედგინება შესაბამის ორგანოს რეგისტრაციისთვის, დადგინდა პასუხისმგებლობა და გამონაკლისი მცირე II–III კლასის ობიექტებისთვის.

  6. 89-ე მუხლი ეტაპის დასრულების შეტყობინებით V კლასის შენობა-ნაგებობას უკავშირდება, ზედამხედველობის ორგანოს დასახელება შეიცვალა, მიწერილობა მითითებით ჩანაცვლდა, ხოლო მე-6 პუნქტის გამონაკლისი ამოღებულია.

  7. 89-ე მუხლში გადანომრილია პუნქტები, დაზუსტებულია მე-5 პუნქტის ფორმულირება და დაემატა მე-6 პუნქტი, რომლითაც მუხლი არ ვრცელდება აღნიშნულ ინდივიდუალურ სახლებსა და II კლასზე („ზ“ ქვეპუნქტის გარდა).

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
652251219812024605316189
მნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…სანებართვო დოკუმენტაცი…კულტურული მემკვიდრეობი…სამშენებლო საქმიანობის…ობიექტის დაუმთავრებელ …