მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 4. მშენებლობის სახეობები

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიასულხან კაპანაძესალომე ოსეფაშვილი

1.მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

2.შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

3.რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ 2 -ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0. 1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ) ქსელების რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება; ე) დაკავებულობის შეცვლა III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც III, IV ან V კლასის შენობა-ნაგებობაზე ხორციელდება I კლასს დაქვემდებარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები); ვ) ცეცხლმედეგი გამმიჯნავების ცვლილება III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც III, IV ან V კლასის შენობა-ნაგებობაზე ხორციელდება I კლასს დაქვემდებარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები).

4.რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების შეკეთება; გ) ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ) ხორციელდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება; ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.

5.დემონტაჟი გულისხმობს შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევას.

6.ლანდშაფტური მშენებლობა წარმოადგენს პარკის, ბაღის, ბულვარის, სკვერის მშენებლობას და სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე ლანდშაფტის კეთილმოწყობას, აგრეთვე ნარგავების, გაზონებისა და სხვა მცენარეული საფარის მოწყობას.

7.დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება არის ახალი მშენებლობა. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება № 280 -სსმ III, №118,16.

09.2010 წ; მუხ 1751 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №315 – ვებგვერდი, 15.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 თებერვლის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 07.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის დადგენილება №266 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. თავი III სამშენებლო საქმიანობის ობიექტები

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 23

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    უნებართვო მშენებლობისთვის დაჯარიმებისა და დემონტაჟის შესახებ აქტების ბათილად ცნობა

    დავა ეხება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აქტებს, რომლებითაც მოსარჩელე უნებართვო მშენებლობისთვის დაჯარიმდა და ნაგებობის დემონტაჟი დაევალა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მიწაზე საკუთრების რეგისტრაცია თავისთავად არ ადასტურებს შენობა-ნაგებობის კანონიერებას და მისი ლეგალიზება ცალკე შეფასებას საჭიროებს. სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა დაადგინოს ნაგებობის სამართლებრივი მდგომარეობა და იმსჯელოს მიწის შემდგომი განკერძოების გამო უფრო შეღავათიანი ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობაზე. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

    მოსარჩელე ითხოვდა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დადგენილების ბათილად ცნობას, რომლითაც მას ჯარიმა, მშენებლობის შეჩერება და ობიექტის დემონტაჟი დაეკისრა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თავად გამოიკვლიოს ფაქტები და შეაფასოს მტკიცებულებები, ხოლო პირველი ინსტანციისთვის საქმის დაბრუნების აუცილებლობა სათანადოდ უნდა დაასაბუთოს. სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, განხორციელდა მშენებლობის კლასის ცვლილება თუ შესაბამისი ნებართვის პირობებისგან გადახვევა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა.

  • №ბს-741(კ-20)2022-03-2228
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    უნებართვო მშენებლობისთვის დაჯარიმებისა და შენობის დემონტაჟის შესახებ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი ზედამხედველობის სამსახურის აქტებს, რომლებითაც მოსარჩელე უნებართვო მშენებლობისთვის დაჯარიმდა და შენობის დემონტაჟი დაევალა. უზენაესმა სასამართლომ ჯარიმის ნაწილში აქტები ძალაში დატოვა, ხოლო დემონტაჟის ნაწილში არსებითად მიიჩნია საკუთრების აღიარების შემდეგ შენობის ლეგალიზების შესაძლებლობის გამოკვლევა. სასამართლომ დემონტაჟის შესახებ დადგენილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააბათილა და მუნიციპალურ ინსპექციას გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა. ასევე ბათილად იქნა ცნობილი მერიის ბრძანების შესაბამისი პუნქტი.

  • №ბს-898(კ-18)2019-01-1728
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის დადგენილების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებისა და მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სამშენებლო სამართალდარღვევის დადგენილების კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრების ვადის აღდგენის საკითხზე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საპატიო მიზეზთან დაკავშირებული გარემოებები და გადაწყვეტილება დაასაბუთოს. სასამართლომ საჩივრის განუხილველად დატოვების ბრძანება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააბათილა და მერიას საჩივრის დასაშვებობაზე ახალი აქტის გამოცემა დაავალა. სამშენებლო სამართალდარღვევის დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნა ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ავტომომსახურების ობიექტის პროექტის შეთანხმებისა და ვარგისად აღიარების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც ავტომომსახურების ობიექტის სამშენებლო პროექტი შეთანხმდა და ობიექტი ვარგისად იქნა აღიარებული. უზენაესმა სასამართლომ ერთმანეთისგან გამიჯნა ავტოგასამართი სადგური და ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ობიექტი და სააპელაციო სასამართლოს შეფასება არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნია. სასამართლომ განმარტა, რომ ექსპერტის დასკვნის გაუზიარებლობა სათანადოდ უნდა დასაბუთდეს. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა.

  • დაუშვებლობა (T5)

    სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებისა და დემონტაჟის დადგენილების და ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფის ბრძანების ბათილობა

    დავა შეეხებოდა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილებას, რომლითაც მოსარჩელე უნებართვო რეკონსტრუქციისთვის დაჯარიმდა და დემონტაჟი დაევალა, აგრეთვე მერიის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა, რომ მითითებაში დარღვევების ზუსტი ჩამონათვალისა და დემონტაჟის ვალდებულების არარსებობის გამო პირს მათი გამოსწორების რეალური შესაძლებლობა არ მიეცა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ რეკონსტრუქციის კანონიერება უნდა შეფასებულიყო ლეგალიზებული შენობის დაზიანების რისკის გათვალისწინებით. მერიისა და მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი და სადავო აქტების ბათილად ცნობა ძალაში დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 29 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მშენებლობის სახეობათა ჩამონათვალს პირველ პუნქტში დაემატა „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: დაკავებულობის შეცვლა და ცეცხლმედეგობიანი გამმიჯნავების ცვლილება III–V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის.

  2. მე-3 პუნქტიდან ამოღებულია ფასადის მასალისა და ფერის შეცვლის ჩანაწერი; მე-4 პუნქტში „შეკეთება“ „რემონტი-შეკეთებით“ შეიცვალა და დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთების შესახებ.

  3. მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია ტიპისა და სიმძლავრის შეუცვლელობის ფორმულირება; მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატა მითითება „მუხ 17 51“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9693944 (და…5 (და…27 (დ…421519 (დ…40 (დ…4 (და…4
მნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…მშენებლობის ნებართვის …საქართველოს სივრცის და…ტერიტორიების გამოყენებ…