მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 5. სამშენებლო საქმიანობის ობიექტები

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

სულხან კაპანაძესალომე კობერიძეგიორგი საბანაშვილი

1.სამშენებლო საქმიანობის ობიექტი არის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, მათ შორის, დამხმარე და დროებითი შენობა-ნაგებობები.

2.სამშენებლო საქმიანობის ობიექტის შექმნა და გამოყენება რეგულირდება კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დადგენილებისა და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით.

3.მიწის ნაკვეთები სამშენებლო საქმიანობისათვის გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობებად: ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთი; ბ) სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი; გ) სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთი.

4.სამშენებლო საქმიანობისათვის მიწის ნაკვეთის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახეობის შეცვლა ხდება კანონმდებლობის, მათ შორის, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-451(კ-19)2021-09-3020
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    მშენებლობის შეჩერებისა და ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფის შესახებ აქტების ბათილად ცნობა

    შპს ითხოვდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფის შესახებ მერიის ბრძანების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მშენებლობის შეჩერება, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენას უკავშირდება და მის გამოყენებას საფუძველი ეცლება, თუ სამართალდარღვევა არ დასტურდება. პალატამ გაითვალისწინა, რომ ცალკე დავაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურდა კომპანიის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უარყოფილი იყო.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მშენებლობაზე უარის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და მშენებლობის ნებართვის გაცემა

    მოსარჩელე ითხოვდა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ბათილად ცნობასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას. მერიამ მშენებლობაზე უარი განაცხადა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების მიზანშეუწონლობისა და მესამე პირთა ინტერესების საფუძველზე, თუმცა ნაკვეთი მანამდე მშენებლობის ვალდებულებით იყო გასხვისებული. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დისკრეციული გადაწყვეტილების მიღებისას ორგანომ სამართლიანად უნდა დააბალანსოს საჯარო და კერძო ინტერესები და შეაფასოს საკუთრების უფლების შეზღუდვის თანაზომიერება. სასამართლომ სადავო ბრძანება საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო და მერიას გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა.

  • დაუშვებლობა (T5)

    მშენებლობის ნებართვის მოწმობის გაცემა

    დავა შეეხებოდა ბათუმში მშენებლობის ნებართვის მოწმობის გაცემას და მერიის შესაბამისი სამსახურის უმოქმედობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ორგანოს საკითხის გამოკვლევის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაავალა; სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე არ საჭიროებდა ზოგადი მნიშვნელობის განმარტებას და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთი საფუძველი არ არსებობდა. მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სამშენებლო საქმიანობის ობიექტი არის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, მათ შორის, დამხმარე და დროებითი შენობა-ნაგებობები. 2. სამშენებლო საქმიანობის ობიექტის შექმნა და გამოყენება რეგულირდება კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დადგენილებისა და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით. 3. მიწის ნაკვეთები სამშენებლო საქმიანობისათვის გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობებად: ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთი; ბ) სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი; გ) სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთი. 4. სამშენებლო საქმიანობისათვის მიწის ნაკვეთის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახეობის შეცვლა ხდება კანონმდებლობის, მათ შორის, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 მარ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2410392698 (და…5272119 (დ…21 (დ…4 (და…105
მნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…ტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…მშენებლობის ნებართვის …ქ. თბილისის მუნიციპალი…წყლის რესურსების მართვ…