მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 65. I კლასის შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლები

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილისულხან კაპანაძე

1.I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ა) 60 მ 2 ‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 20 მ 2 -მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე; დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა; ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზისა და ბიოგაზის დანადგარი); ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს); ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა; თ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ 2 -მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები; ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზები; კ) ლანდშაფტური მშენებლობა; ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; მ) (ამოღებულია - 20.04.2015, №168); ნ) ბანკომატის განთავსება; ო) საჩრდილობლის მოწყობა; პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; ჟ) ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა; რ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე განსათავსებელი ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რომელთაც არ გააჩნია საძირკველი და რომელთა მოწყობის შესახებ მიღებულია საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილება; ს) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა; ტ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 25 მ 3 -მდე მოცულობის და არა უმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზის, ღია საცურაო აუზის, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა; უ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2მ 3 -მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა; ფ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობა; ქ) გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრება; ღ) აბრებისა და რეკლამების განთავსება; ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება.

2.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია , მის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვროს შესაბამისი ზონები , პირობები და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა - ნაგებობათა სახეობები , რომელთა განთავსება / მშენებლობა მშენებლობის ნებართვის ან / და ამ დადგენილების 66- ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე იქნება შესაძლებელი . ამ დადგენილების 66- ე მუხლის 7 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , ქ . თბილისის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია , განსაზღვროს ისეთი პირობები , რომლებიც ითვალისწინებს უფრო მცირე ვადებს მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის დადასტურებისათვის ( ამ დადგენილების 66- ე მუხლის 7 1 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად ).

2¹.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვროს შესაბამისი ზონები და პირობები, სადაც I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა გარკვეული სახეობების განთავსება/მშენებლობა აკრძალულია.

3.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია , მიიღოს გადაწყვეტილება I კლასს დაქვემდებარებული შენობა - ნაგებობების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის საჭიროების თაობაზე ( გარდა ამ დადგენილების 66- ე მუხლის 7 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ), რაც გაიცემა II კლასის მშენებლობებისათვის დადგენილი წესით .

4.ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს კავშირგაბმულობის ხაზის გაყვანისათვის/მონტაჟისათვის და I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობისათვის/მონტაჟისათვის ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისათვის უფლებამოსილ ორგანოს. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №95, 31.07.2009წ; მუხ.1003 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 მარტის დადგენილება №84-სსმ III, №32, 29.03.2010წ; მუხ.476 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №280-სსმ III, №118,16.09.2010წ; მუხ1751 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №315 – ვებგვერდი, 15.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №384 – ვებგვერდი, 13.10.2011წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №655 – ვებგვერდი, 04.12.2014წ. სა ქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 21.04.2015წ. სა ქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №286 – ვებგვერდი, 31.05.2018წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 38

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მომიჯნავე მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარისა და სამშენებლო სამართალდარღვევის გამო მიღებული აქტების კანონიერება

    დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უარს მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და მუნიციპალური ინსპექციის მიერ უნებართვო ღობისთვის დაკისრებულ ჯარიმას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მიწის საკუთრებად აღიარებისთვის აუცილებელია კანონით დადგენილი პირობების, მათ შორის კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთის დაკავების, დაკმაყოფილება. ამ საქმის გარემოებებში სასამართლომ საკუთრების აღიარებაზე უარის აქტი ძალაში დატოვა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამავე დროს, სასამართლომ ძალაში დატოვა ჯარიმის გაუქმება და სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება, ხოლო ღობის დემონტაჟის დავალების გაუქმებაზე უარი საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    სამშენებლო სამართალდარღვევის გამო დაჯარიმებისა და დემონტაჟის დავალების შესახებ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი ზედამხედველობის სამსახურის აქტებს, რომლებითაც უძრავი ქონების მესაკუთრე უნებართვო მშენებლობის გამო დაჯარიმდა და ობიექტის დემონტაჟი დაევალა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ რეგისტრირებული ქონების კეთილსინდისიერი შემძენისათვის დემონტაჟის დაკისრება მოითხოვს მის უკანონო ქმედებაში მონაწილეობის დადასტურებას ან საკუთრებაში ჩარევის უპირატესი უფლების დაცვით გამართლებას. ამ გარემოებების მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. სასამართლომ მერიისა და მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა და დემონტაჟის დავალების ნაწილში აქტების ბათილობა ძალაში დატოვა. დაჯარიმების ნაწილში სარჩელზე უარი უკვე შესული იყო კანონიერ ძალაში მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    უნებართვო მშენებლობისთვის დაკისრებული ჯარიმისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული ბრძანების ბათილად ცნობა

    მოსარჩელე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ უნებართვო მშენებლობისთვის დაკისრებული ჯარიმისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შემდგომი ლეგალიზებით შეცვლილი ვითარება შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, ხოლო ფიქსირებული ჯარიმა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ლეგალიზებული ობიექტის დემონტაჟის დავალების ძალაში დატოვების საფუძველი აღარ არსებობდა. სასამართლომ მერიისა და მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც ჯარიმა და საჩივარზე მიღებული ბრძანება ბათილად, ხოლო დემონტაჟის დავალება ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებას, რომლითაც დადასტურდა ფანჯრის კარით შეცვლისა და კიბის მოწყობის შესაძლებლობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააბათილა აქტი და ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალი პროექტით კიბე მოსარჩელის ფანჯარას აღარ ფარავდა და დაინტერესებული პირების წარმოებაში ჩაუბმელობა მოცემულ შემთხვევაში სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ გამოიწვევდა. მან გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება, მიიღო ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და გაზრდილ ფართსა და ანტრესოლზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის დავალება

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასა და რეგისტრირებულ საკუთრებაში გაზრდილი ფართისა და ანტრესოლის ასახვის დავალებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კედლის დათხელებით მიღებული დამატებითი ფართის რეგისტრაციას არ ჰქონდა საჭირო ნებართვა და უფლების დამადასტურებელი საფუძველი. პალატამ ასევე დაადგინა, რომ ანტრესოლის მოწყობისას კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვა არ დასტურდებოდა. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • №ბს-4-4(კ-12)2014-12-2533
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    უნებართვო მშენებლობისთვის დაჯარიმებისა და ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფის შესახებ აქტების ბათილად ცნობა და დაკისრებული თანხებისაგან გათავისუფლება

    დავა შეეხებოდა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ უნებართვო მშენებლობისთვის დაკისრებული ჯარიმისა და ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფის შესახებ აქტების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე ნებართვას დაქვემდებარებული მშენებლობა ნებართვის გარეშე განახორციელა და სამართალდარღვევის გამოსწორება არ დასტურდებოდა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აქტების გამოცემისას ისეთი არსებითი პროცედურული დარღვევის მტკიცებულება, რომლის არარსებობის შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 29 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 პუნქტში თბილისის მუნიციპალიტეტს მიეცა 66-ე მუხლის 7¹ პუნქტის შემთხვევაში უფრო მცირე ვადების განსაზღვრის უფლებამოსილება, ხოლო მე-3 პუნქტში ამ შემთხვევაზე გამონაკლისი დაწესდა ნებართვის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილებისათვის.

  2. 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულია: სამერცხლის მოწყობა სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად ამ პუნქტის ჩამონათვალიდან გავიდა; დანარჩენი ქვეპუნქტები უცვლელია.

  3. მე-3 პუნქტში ნებართვის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს მიაკუთვნებს ქ. თბილისის მთავრობის ცალკე მითითების გარეშე; მე-4 პუნქტში ამოღებულია თბილისის მთავრობის ცალკე მითითება და დაზუსტებულია ფორმულირება „გაყვანისათვის“ და „მშენებლობისათვის“.

  4. 65-ე მუხლის პირველ პუნქტში შეიცვალა I კლასის „ბ“ ქვეპუნქტის მოცულობის აღნიშვნა და „გ“ ქვეპუნქტში ღობის სიმაღლე გახდა 4 მ-მდე; ასევე დაზუსტდა „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების ფორმულირება და დაემატა „ლ“–„შ“ ქვეპუნქტები ნებართვის გარეშე შესასრულებელი სამუშაოებით.

  5. 65-ე მუხლის პირველ პუნქტში ნებართვის გარეშე მშენებლობის ჩამონათვალს დაემატა ლანდშაფტური მშენებლობა, ხოლო ახალი 2¹ პუნქტით თვითმმართველობას მიენიჭა აკრძალვის ზონებისა და პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება.

  6. 65-ე მუხლში I კლასს დაემატა ხაზობრივი ნაგებობები („ი“ ქვეპუნქტი), გაუქმდა 1 მ-ის ზღვარი კავშირგაბმულობის ტრანშეაზე, თვითმმართველობას დაემატა „პირობების“ განსაზღვრის უფლება და შემოვიდა მე-4 პუნქტი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრაზე.

  7. 65-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით ნებართვის გარეშე მშენებლობის სიაში დაემატა კავშირგაბმულობის ხაზისთვის 1 მ-მდე ჩაღრმავების ტრანშეის/თხრილის მოწყობა, დამატებითი სანებართვო ნაგებობის საჭიროების გამონაკლისით; დაემატა მითითება „მუხ.1003“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6632314961399427 (დ…5 (და…3 (და…9514765
მითითებამნიშვნელობით ახლოსმშენებლობის ნებართვის …საქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…მშენებლობის ნებართვის …ქ. თბილისის მუნიციპალი…