მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 66. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

სულხან კაპანაძესალომე კობერიძე

1.I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2.I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.

3.65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ და,,ვ“–„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია, განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, ხოლო,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) არსებულ საინჟინრო-საკომუნიკაციო არხებში, შახტებსა და გვირაბებში, აგრეთვე არსებულ ბოძებსა და ანძებზე, ასევე სხვა შენობა-ნაგებობებზე გაყვანის/მონტაჟისა და ტრანშეის გაყვანის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა; ბ) ელექტრონულ ფორმატში შესრულებული კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანის/მონტაჟის ტრასის პროექტი; გ) ტოპოგრაფიული რუკა არსებული ინფრასტრუქტურის ჩვენებით.

5.გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელმა განცხადებას უნდა დაურთოს: ა) გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; ბ) გარე რეკლამის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით; გ) ნაგებობის ესკიზური ნახაზი.

6.საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 3 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ 2 -მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში უნდა დაერთოს განცხადებას: ა) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით; ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.

6¹.I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) მიწისქვეშა ხაზობრივ ნაგებობათა მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების სქემატური ნახაზი, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე; ბ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების გეგმა, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე, მიწისზედა კონსტრუქციების პროექტი; გ ) სამონტაჟო ტერიტორიის , მიწის ნაკვეთის ან / და არსებული ხაზობრივი ნაგებობ ( ებ ) ის მესაკუთრეთა ან / და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა , საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობა ( ქ . თბილისის მუნიციპალიტეტის თანხმობის წარდგენა არ არის საჭირო ამ მუხლის 7 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ).

6².ლანდშაფტური მშენებლობისას განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ხე-ნარგავების ინვენტარიზაციის გეგმა (განმარტებითი ბარათით და ხე-ნარგავების აღწერის მონაცემთა ცხრილით); გ) დენდროპროექტი; დ) ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი ლანდშაფტის კეთილმოწყობის გეგმა (მასშტაბი 1:2000).

7.მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო , 5 დღის ვადაში , წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ ( ებ ) ის საფუძველზე , წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის / მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობასა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას ( გარდა ამ მუხლის 7 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ).

7¹.ქ . თბილისის მუნიციპალიტეტში I კლასის ელექტროგადამცემი ხაზის , გაზსადენის , წყალსადენის ან წყალარინების მილის მშენებლობისას არ არის სავალდებულო განცხადებას თან დაერთოს ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა სახელმწიფოს / მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან საზოგადოებრივ სივრცეში ასეთი ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე . ასეთ შემთხვევაში , ქ . თბილისის მუნიციპალიტეტი ( ქ . თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო ) ვალდებულია , 5 დღის ვადაში დაადგინოს განცხადების შესაბამისობა და განცხადება , თანდართულ საბუთების ასლებთან ერთად , წარუდგინოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს ( მათ შორის , სახელმწიფოს / მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც განკარგვაზე თავად არის უფლებამოსილი ). სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია , მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში . ასეთი მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობასა და მისი განხორციელების შესაძლებლობას ნებართვის გამცემი ორგანო წერილობით ადასტურებს განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში , წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ ( ებ ) ისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანო ( ები ) ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე .

8.თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა.

9.65-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია.

10.ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

11.უნებართვო მშენებლობად არ ჩაითვლება I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის/მონტაჟის განხორციელება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის დარღვევით, თუ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო წერილობით დაადასტურებს დარღვევით განხორციელებული მშენებლობის შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №95, 31.07.2009წ; მუხ.1003 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 მარტის დადგენილება №84-სსმ III, №32, 29.03.2010წ; მუხ.476 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №280-სსმ III, №118,16.09.2010წ; მუხ1751 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №71-ვებგვერდი,15.02.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №384 – ვებგვერდი, 13.10.2011წ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №454 - ვებგვერდი , 06.12.2011 წ . სა ქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №286 – ვებგვერდი, 31.05.2018წ. თავი XV II კლასის შენობა-ნაგებობები

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 39

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მომიჯნავე მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარისა და სამშენებლო სამართალდარღვევის გამო მიღებული აქტების კანონიერება

    დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უარს მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და მუნიციპალური ინსპექციის მიერ უნებართვო ღობისთვის დაკისრებულ ჯარიმას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მიწის საკუთრებად აღიარებისთვის აუცილებელია კანონით დადგენილი პირობების, მათ შორის კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთის დაკავების, დაკმაყოფილება. ამ საქმის გარემოებებში სასამართლომ საკუთრების აღიარებაზე უარის აქტი ძალაში დატოვა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამავე დროს, სასამართლომ ძალაში დატოვა ჯარიმის გაუქმება და სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება, ხოლო ღობის დემონტაჟის დავალების გაუქმებაზე უარი საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    უნებართვო მშენებლობისთვის დაკისრებული ჯარიმისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული ბრძანების ბათილად ცნობა

    მოსარჩელე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ უნებართვო მშენებლობისთვის დაკისრებული ჯარიმისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შემდგომი ლეგალიზებით შეცვლილი ვითარება შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, ხოლო ფიქსირებული ჯარიმა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ლეგალიზებული ობიექტის დემონტაჟის დავალების ძალაში დატოვების საფუძველი აღარ არსებობდა. სასამართლომ მერიისა და მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც ჯარიმა და საჩივარზე მიღებული ბრძანება ბათილად, ხოლო დემონტაჟის დავალება ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.

  • №ბს-80(კ-19)2020-04-0236
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამშენებლო სამართალდარღვევის დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა

    მოსარჩელემ სადავოდ გახადა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება, რომლითაც მას სხვენის უნებართვო მშენებლობისთვის ჯარიმა და დემონტაჟი დაეკისრა, აგრეთვე მერიის ბრძანება, რომელმაც ეს დადგენილება ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამუშაოების კანონიერება მათი განხორციელების დროს მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობით უნდა შეფასდეს, ხოლო პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებისთვის აუცილებელია მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში სამართალდარღვევის შემადგენლობა არ არსებობდა; დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელეზე, როგორც ასაკით პენსიონერზე, ვრცელდებოდა ჯარიმისგან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ორივე სადავო აქტი ბათილად იქნა ცნობილი.

  • კრებულიდაუშვებლობა (T5)

    სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ აქტებისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული ბრძანების ბათილად ცნობა

    დავა ეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო სამართალდარღვევის აქტებისა და მერიის მიერ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული ბრძანების ბათილობას. სააპელაციო სასამართლომ აქტები დემონტაჟის დავალების ნაწილში გააბათილა, ხოლო დაჯარიმების ნაწილში უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სანქციის დაკისრებამდე ორგანომ უნდა სცადოს მშენებლობის მწარმოებელი პირის დადგენა და მოძიება, ხოლო ამის შეუძლებლობისას პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს. სასამართლომ თ. გ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და სააპელაციო გადაწყვეტილება დაჯარიმების ნაწილში უცვლელად დატოვა.

  • კრებულიდაუშვებლობა (T5)

    საჩრდილობლის მოწყობაზე უარის შესახებ აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

    დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებას, რომლითაც მესაკუთრეს საცხოვრებელი ბინის მეზონინზე საჩრდილობლის მოწყობაზე უარი ეთქვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პირველი კლასის მშენებლობას ნებართვა არ ესაჭიროება, თუმცა დაგეგმილი სამუშაოს შესახებ ორგანოს შეტყობინებისა და შესაბამისობის დადასტურების პროცედურა მოქმედებს. ორგანო ვერ შეზღუდავს მესაკუთრეს უარის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომელმაც სადავო აქტი გააბათილა და ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალა.

  • დაუშვებლობა (T5)

    სამშენებლო სამართალდარღვევის გამო დაჯარიმებისა და დემონტაჟის დავალების აქტების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების შეწყვეტა

    დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალური ინსპექციის აქტებს, რომლებითაც მოსარჩელე უნებართვო მშენებლობის გამო დაჯარიმდა და დემონტაჟი დაევალა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ორგანომ მშენებლობის მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობა უტყუარად უნდა დაადასტუროს, სანამ პასუხისმგებლობას მესაკუთრეს ან მოსარგებლეს დააკისრებს. პალატამ მიიჩნია, რომ მესაკუთრე არასაკმარისი მტკიცებულებებით იქნა მიჩნეული სამართალდამრღვევად. საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომელმაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტი გააბათილა და ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 29 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 6¹ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში თბილისის მუნიციპალიტეტის თანხმობა არ მოითხოვება 7¹ პუნქტის შემთხვევაში, ხოლო მე-7 პუნქტს დაემატა გამონაკლისი და შემოდის ახალი 7¹ პუნქტი თბილისში ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის სპეციალური პროცედურით (5, 15 და 20 დღის ვადები).

  2. 66-ე მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომელიც გამცემი ორგანოს წერილობითი დადასტურებისას უნებართვო მშენებლობის კვალიფიკაციას გამორიცხავს.

  3. 66-ე მუხლს დაემატა 6² პუნქტი, რომელიც ლანდშაფტური მშენებლობისას განცხადებაზე თანდასართავ ოთხ დოკუმენტს ადგენს.

  4. 66-ე მუხლის მე-4 პუნქტში კავშირგაბმულობის ტრანშეის დოკუმენტაციის წესი 1 მ-ის ჩაღრმავების მითითების გარეშე ჩამოყალიბდა და დაემატა 6¹ პუნქტი I კლასის ხაზობრივი ნაგებობების განცხადებასთან დასართავ დოკუმენტებზე.

  5. 66-ე მუხლის მე-4 პუნქტში გაფართოვდა განცხადებაზე დასართავი თანხმობების ჩამონათვალი, ტრასის პროექტი ელექტრონულ ფორმატში უნდა შესრულდეს და წესი 1 მ-მდე ტრანშეის გაყვანასაც ეხება; დაემატა მითითება „მუხ.1003“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
65615⁶94969822 (დ…26 (დ…30 (დ…29385166
მითითებამნიშვნელობით ახლოსმშენებლობის ნებართვის …საქართველოს სივრცის და…მშენებლობის ნებართვის …განსაკუთრებული მნიშვნე…სანებართვო დოკუმენტაცი…საჯარო რეესტრის შესახე…