ამნისტიის შესახებ

მუხლი 16

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 11 იან. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულება, გარდა ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით, მე-6 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით, მე-7 მუხლის მე-3−მე-6 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულებისა, დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2.ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით, მე-6 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით, მე-7 მუხლის მე-3−მე-6 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულება დასრულდეს ამ ამნისტიის გავრცელების პირობების შესრულებიდან 2 კვირის ვადაში. აღნიშნული ამნისტიის აღსასრულებლად მისი გავრცელების პირობები უნდა შესრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №4261-212021-10-1820
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიის საფუძველზე სასჯელის განახევრება

    საკასაციო სასამართლომ განიხილა, ეკუთვნოდა თუ არა მსჯავრდებულს ამნისტიის საფუძველზე სასჯელის განახევრება. სასამართლომ დაასკვნა, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციისა და დაზარალებული ორგანიზაციის თანხმობის წარუდგენლობის გამო შეღავათი ვერ გავრცელდებოდა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამნისტიაზე უარის შესახებ განჩინება უცვლელად დარჩა; ძალაში დარჩა ხუთი წლით პირობითი მსჯავრი, ხუთი წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.

  • №418I-212021-10-0113
    კერძო საჩივარი (T4)

    ამნისტიის გავრცელება დამატებით სასჯელზე

    საქმე ეხება ამნისტიის გავრცელებას მსჯავრდებულზე, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა უკვე სრულად ჰქონდა მოხდილი, მაგრამ დამატებითი სასჯელი ჯერ კიდევ მოქმედებდა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაზარალებულის თანხმობის საფუძველზე მსჯავრდებული უნდა გათავისუფლებულიყო სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული იარაღთან დაკავშირებული უფლებების აკრძალვის მოხდისაგან. სასამართლომ საჩივარი დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის განჩინება გააუქმა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
235467891710371210141516
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა