პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიისადმი დაქვემდებარებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაწყების შემთხვევაში იმ ამნისტიის გავრცელების პირობების შესრულების ვადის ათვლა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, აგრეთვე მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული დანაშაული), მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, აგრეთვე მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაული) და მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით, დაიწყოს ამ პირის ბრალდებულად ცნობის მომენტიდან.
მუხლი 15
რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 27 სექ. 2024
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიგჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
