ამნისტიის შესახებ

მუხლი 14

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 27 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, გარდა ამნისტიისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, აგრეთვე მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული დანაშაული), მე-3 მუხლის მე-2  პუნქტით, აგრეთვე მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ  კანონის  მე-3 მუხლის მე-2  პუნქტით  განსაზღვრული  დანაშაული)  და მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით, აგრეთვე ამ კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ აღსასრულებელი ამნისტიისა, აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 5 კვირის ვადაში.

2.ამნისტია, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის პირველი  მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, აგრეთვე მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული დანაშაული), მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, აგრეთვე მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაული) და მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით, აღსრულდეს ამ ამნისტიის გავრცელების პირობების შესრულებიდან 2 კვირის ვადაში. თუ დაზარალებული სახელმწიფოა, მისი თანხმობა მოპოვებული უნდა იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო თუ დაზარალებული ფიზიკური ან იურიდიული პირია − 6 თვის ვადაში. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამნისტია აღსრულდეს იმავე პუნქტით პროკურორისთვის მიმართვისთვის დადგენილი 1-თვიანი ვადის ამოწურვიდან 5 კვირის ვადაში.

3.ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შედეგად მისი შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში აღნიშნული პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №321-252025-02-1328
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიის გამოყენება დაზარალებულის თანხმობით

    საკასაციო სასამართლომ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა ამნისტიის გამოყენებაზე უარის თქმა დაზარალებულის თანხმობის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენის გამო, როდესაც მსჯავრდებულს თანხმობის საჭიროება მხოლოდ ვადის გასვლის შემდეგ ეცნობა. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის გარემოებებში ვადის მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ ვიწროდ განმარტება დაუშვებელი იყო, და საჩივარი დააკმაყოფილა. მსჯავრდებული გათავისუფლდა პირობითი თავისუფლების აღკვეთისა და გამოსაცდელი ვადისგან, ხოლო დამატებითი ჯარიმა 5000 ლარი ძალაში დარჩა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2344161017312101223415814
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა