ამნისტიის შესახებ

მუხლი 12

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 აპრ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონით (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2.მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ ამნისტიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური აღასრულებს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

3.თუ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის გასულია ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის შემცირებული ვადა, მსჯავრდებული პენიტენციური დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.

4.ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის მიმართ იმავე მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს მის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის 1 წლის მოხდისთანავე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6523444161436810141212
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა