ამნისტიის შესახებ

მუხლი 6

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 11 იან. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეგიორგი ფანცულაიაგიორგი გუბელაძე

1.გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 2 მუხლით, 212-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

2.გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3.გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით ან 218-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.

4.გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლით, 205 1 მუხლით ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 296

ყველა გადაწყვეტილება
  • №844აპ-222023-04-2634
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ნარკოტიკული საშუალების გასაღების გამიჯვნა შეძენაში დახმარებისგან

    საქმე შეეხებოდა ნარკოტიკული საშუალების გადაცემის გასაღებად თუ მის შეძენაში დახმარებად შეფასებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ გასაღება გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდებოდა, ხოლო შეძენაში დახმარება დადასტურებული იყო. პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სააპელაციო განაჩენი, მათ შორის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №549აპ-212022-04-1947
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ჯგუფური გამოძალვის დამთავრების მომენტი

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, ადასტურებდა თუ არა მტკიცებულებათა ერთობლიობა სამი პირის მიერ ჯგუფურად ცემასა და გამოძალვას. პალატამ დაზარალებულის ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან ერთად სარწმუნოდ მიიჩნია, ბრალდების საჩივარი დააკმაყოფილა და გამამართლებელი განაჩენი შეცვალა. თითოეულს საბოლოოდ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა; პალატამ ასევე მიუთითა ცემისთვის დანიშნული სასჯელისაგან ამნისტიით გათავისუფლებაზე.

  • №591აპ-242024-10-0817
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი

    საქმე შეეხებოდა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდების გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებას. საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ ბრალდების მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების ფონზე ძალადობის ფაქტი უტყუარად არ დასტურდებოდა; ამასთან, დაზიანების არსებობაც საეჭვო იყო. პალატამ დაცვის საჩივარი დააკმაყოფილა, პროკურორის საჩივარი არ დააკმაყოფილა და მსჯავრდებული გაამართლა.

  • №222აპ-242024-07-0235
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთის მითვისება

    საკასაციო სასამართლომ განიხილა, შეესაბამებოდა თუ არა მითვისებისთვის დანიშნული ჯარიმა სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის მოთხოვნებს. პალატამ ჯარიმა სასჯელის შესაფერის სახედ მიიჩნია, თუმცა მისი ოდენობა გაზარდა და სავალდებულო დამატებითი სასჯელი დანიშნა. საბოლოოდ მსჯავრდებულს განესაზღვრა 4000 ლარის ჯარიმა და ერთი წლით ჩამოერთვა სამეწარმეო და მატერიალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება.

  • №1075აპ-232024-03-2569
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    თაღლითობის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენა

    საკასაციო პალატამ განიხილა დიდი ოდენობით თაღლითობისა და მისი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენის მტკიცებითი საფუძვლები. პალატამ ორი გამართლებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა, მსჯავრდებული კი ჯგუფურად ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა საქონლისა და საათის თაღლითურად დაუფლებისთვის მსჯავრდება შეუნარჩუნა. დაცვის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საბოლოო სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით.

  • №935აპ-232024-02-26101
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და შეძენაში დახმარების გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ განიხილა, წარმოადგენდა თუ არა ნარკოტიკული საშუალების თანხის სანაცვლოდ გადაცემა მის გასაღებას. ფარული ჩანაწერების შეფასებით, პალატამ დაადგინა, რომ მსჯავრდებული მყიდველს სხვა პირისგან ნარკოტიკის შეძენაში ეხმარებოდა, გაამართლა იგი გასაღების ბრალდებებში და ორი ეპიზოდი შეძენაში დახმარებად გადააკვალიფიცირა. დაცვის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საბოლოო სასჯელად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
118177182²200200¹2122182602611216177236
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა