Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 143

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 143. პარტნიორის გარიცხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:კომერციული სასამართლო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სასამართლოს შეუძლია პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სარჩელის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ.

2.მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, როდესაც პარტნიორის ქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესებს ან მისი პარტნიორად დარჩენა საზიანოა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემდგომი საქმიანობისთვის, თუ პარტნიორი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ წერილობით უშედეგოდ გააფრთხილა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესების დამაზიანებელი ქმედების შეწყვეტისა და შესაძლო გარიცხვის შესახებ.

3.თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტნიორთა გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების იმ წილების საერთო ოდენობის ნახევრისა, რომლებიც იძლევა ამ საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. ამ შემთხვევაში პარტნიორს, რომლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც უნდა იქნეს მიღებული, ხმის უფლება არ აქვს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, რომელსაც 2 პარტნიორი ჰყავს, გადაწყვეტილებას ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იღებს მეორე პარტნიორი.

4.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარჩელით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში.

5.სასამართლოს შეუძლია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოთხოვნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარტნიორს შეუჩეროს ხმის უფლება ან სხვა არაქონებრივი უფლებები.

6.სასამართლოს მიერ პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პარტნიორი გარიცხულად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

7.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხული პარტნიორის წილები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას გადაეცემა. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გარიცხული პარტნიორის წილების დარჩენილი პარტნიორებისთვის პროპორციულად გადაცემას ან წილის/წილების გაუქმებას.

8.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხულ პარტნიორს უნდა მიეცეს წილის სამართლიანი ფასი. შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება ამ კანონის 145-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 პუნქტები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სასამართლოს შეუძლია პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სარჩელის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ. 2. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, როდესაც პარტნიორის ქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესებს ან მისი პარტნიორად დარჩენა საზიანოა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემდგომი საქმიანობისთვის, თუ პარტნიორი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ წერილობით უშედეგოდ გააფრთხილა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესების დამაზიანებელი ქმედების შეწყვეტისა და შესაძლო გარიცხვის შესახებ. 3. თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტნიორთა გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების იმ წილების საერთო ოდენობის ნახევრისა, რომლებიც იძლევა ამ საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. ამ შემთხვევაში პარტნიორს, რომლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც უნდა იქნეს მიღებული, ხმის უფლება არ აქვს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, რომელსაც 2 პარტნიორი ჰყავს, გადაწყვეტილებას ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი  პუნქტის შესაბამისად იღებს მეორე პარტნიორი. 4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარჩელით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში. 5. სასამართლოს შეუძლია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოთხოვნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარტნიორს შეუჩეროს ხმის უფლება ან სხვა არაქონებრივი უფლებები. 6. სასამართლოს მიერ პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პარტნიორი გარიცხულად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. 7. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხული პარტნიორის წილები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას გადაეცემა. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გარიცხული პარტნიორის წილების დარჩენილი პარტნიორებისთვის პროპორციულად გადაცემას   ან წილის/წილების გაუქმებას. 8. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხულ პარტნიორს უნდა მიეცეს წილის სამართლიანი ფასი. შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება ამ კანონის 145-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 პუნქტები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 142შემდეგი მუხლი 144

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პარტნიორთა დავები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ნოე. 2025 · №13

  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 145მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 144პარტნიორის გასვლა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან
  • 126შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება
  • 109პარტნიორის გასვლა ან გარიცხვა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 938უარი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაზე
  • 1292მხარდამჭერის მოვალეობა მხარდაჭერის დანიშვნის საფუძვლის არარსებობისას ან შეცვლისას

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 19⁴რეესტრში რეგისტრირებული პირის მიმართ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და რეესტრიდან ამორიცხვა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁶სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენა
  • 363¹²პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების გაუქმება
  • 309³¹სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 7¹ (დანართი 1)საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხული პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 35შეზღუდული შერაცხადობა

კონკურენციის შესახებ

  • 33¹თანამშრომლობის პროგრამა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3519⁴309²⁶363¹²309³¹93812927¹ (დ…33¹14520144126109143
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026