Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 309²⁶

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 309²⁶. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:აქციონერთა ურთიერთობებისაწარმოს ღირებულების განსაზღვრაწილებისა და აქციების შეფასებაკომერციული სასამართლოაქციონერთა დავებიქონების გაყოფა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორს, რომელმაც საერთო კრებაზე სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა და რომელიც მისი წილისთვის შეთავაზებულ გამოსასყიდ ფასზე თანახმა არ არის, შეუძლია წილის გამოსასყიდი ფასის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში სასამართლოს მიმართოს განცხადებით წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენის მოთხოვნით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს; გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას; დ) დამოუკიდებელ ექსპერტად დასანიშნი პირის შესახებ მონაცემებს; ე) იმაზე მითითებას, რომ დაცულია სასამართლოსთვის მიმართვის ვადა; ვ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას; ზ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას; თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4.სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სამეწარმეო საზოგადოებას აცნობებს მისი პარტნიორის მოთხოვნის შესახებ და წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დასადგენად ამ კოდექსის 309 12 მუხლით დადგენილი წესით დანიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს.

5.პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს სასამართლო სხდომა პარტნიორისა და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

6.სასამართლოს პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენის საკითხზე გამოაქვს განჩინება. პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს: ა) წილის ღირებულება; ბ) სამეწარმეო საზოგადოების მიერ მისაღები სავარაუდო შემოსავლები; გ) სამეწარმეო საზოგადოების აქტივები (მათ შორის, სამეწარმეო საზოგადოების რეზერვები, საქმიანი რეპუტაცია, გამოცდილება, პერსპექტივები და საქმიანი კავშირები) და პასივები.

7.ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №149 · ძალაშია 1 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 1 იან. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 309²⁵შემდეგი მუხლი 309²⁷

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნესის შეფასება განქორწინებისას11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა უფლებების დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პარტნიორთა დავები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნაწარმის რეგისტრაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №178

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 309¹²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309³¹სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირება
  • 309²⁵სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა
  • 309²⁷სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვის ადგილის განსაზღვრა

მეწარმეთა შესახებ

  • 75პარტნიორთა წილების გამოსყიდვა სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის დროს
  • 79სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე
  • 78სამეწარმეო საზოგადოების დაშლა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 177¹⁷სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე მონაცემების მითითების ვალდებულების შეუსრულებლობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 215საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და გასაჩივრება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8⁴მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 15¹სავალდებულო სატენდერო შეთავაზება

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

  • 11

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 11³ (დანართი 1)საწარმოს პარტნიორთა/მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹177¹⁷309¹²309³¹309²⁵309²⁷8⁴21511³ (…75797811309²⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…კომერციული ბანკების სა…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026