მეწარმეთა შესახებ

მუხლი 142. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენისას შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება ამ კანონის 145-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 პუნქტები. დასაშვებია საკუთარ კაპიტალში იმ წილის შეძენა, რომლის მისაღები შენატანი სრულად არის განხორციელებული.

2.დაუშვებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში იმ წილის სრულად შეძენა, რომელიც იძლევა შეუზღუდავ ხმის უფლებას ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისას მისი ქონების მიღების უფლებას.

3.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენის ან იმავე წილის აღნიშნული საზოგადოების შვილობილი საწარმოს მიერ შეძენის შემთხვევაში ეს წილი ხმების დათვლის, ამ საზოგადოების ქონების განაწილების, მისი დაშლის მოთხოვნის და წილის ფლობიდან გამომდინარე სხვა უფლებების განხორციელების მიზნებისთვის არ გაითვალისწინება.

4.თუ წესდება ითვალისწინებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში შეძენილი წილის გაუქმებას, ამ წილის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას პარტნიორები იღებენ. აღნიშნული წილის გაუქმება წესდებაში უნდა აისახოს.

5.ამ კანონის ან წესდების დარღვევით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში შეძენილი წილი უნდა გაიყიდოს ან გაუქმდეს იმ კალენდარული წლის დასრულებამდე, რომელშიც ის იქნა შეძენილი.

6.ამ მუხლის მოთხოვნები შესაბამის შემთხვევაში ვრცელდება მესამე პირის მიერ თავისი სახელით და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხარჯით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში წილის შეძენაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11252627309²⁶309⁸9338⁴50² (…145126141137142
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებელექტრონული კომუნიკაცი…კომერციული ბანკების სა…გადასახადების ადმინისტ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა