საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 309³¹. სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის ან ლიკვიდატორის მოთხოვნით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო განიხილავს სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირების საკითხს.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), აგრეთვე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს; გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას; დ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას; ე) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას; ვ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომ ყველა ვალდებულება შესრულებულია და სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილება საფრთხეს არ უქმნის კრედიტორებს) და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4.სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მომდევნო 5 დღეში საკითხს განიხილავს არსებითად, ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოიტანს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს სასამართლო სხდომა განმცხადებლის (განმცხადებლების) მონაწილეობით. სასამართლო სხდომაზე მისი (მათი) გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

5.შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო დაადგენს სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების 3-თვიან ვადას, რომელიც აითვლება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან.

6.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. თავი XXXIV 5 კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების განხილვის გამარტივებული წესი საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №178 · ძალაშია 1 აგვ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 1 იან. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
33721³177¹⁷3309²⁷309²⁶309²⁴15411³ (…888678309³¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებსაზოგადოებრივ გაერთიან…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა