Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 184

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 184. საერთო კრების კომპეტენცია

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:მართვის დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებებს ამ კანონითა და წესდებით საერთო კრების კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის: ა) წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ, წესდების ახალი რედაქციის მიღების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე; გ) სააქციო საზოგადოების მართვის სისტემის (მონისტური ან დუალისტური) შეცვლის შესახებ; დ) სააქციო საზოგადოების რეორგანიზაციის შესახებ; ე) სააქციო საზოგადოების დაშლის, ლიკვიდატორის დანიშვნის, შუალედური და საბოლოო სალიკვიდაციო ბალანსების დამტკიცების შესახებ; ვ) სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვის ნებართვის გაცემის შესახებ; ზ) განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ; თ) სამეთვალყურეო საბჭოს (მართვის დუალისტური სისტემის შემთხვევაში) ან ხელმძღვანელი ორგანოს (მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში) შემადგენლობის, წევრების რაოდენობის, მათი არჩევის, ვადამდე გამოწვევის, ანაზღაურების ოდენობისა და სტრუქტურის განსაზღვრის შესახებ; ი) სააქციო საზოგადოების აუდიტის ანგარიშის დამტკიცებისა და აუდიტის განმახორციელებელი პირის შერჩევის შესახებ; კ) ფინანსური ანგარიშის დამტკიცებისა და დივიდენდის განაწილების შესახებ; ლ) საერთო კრების მიმდინარეობის წესის დადგენისა და ხმის დამთვლელი კომისიის არჩევის შესახებ; მ) სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს/პირების და სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესახებ, მათ შორის, აღნიშნული პროცესისთვის წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე; ნ) თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სააქციო საზოგადოების მიერ იმ ქონების შეძენის, გასხვისების, გაცვლის (ერთმანეთთან დაკავშირებული გარიგებების) ან სხვაგვარად დატვირთვის შესახებ, რომლის ღირებულება სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების ნახევარზე მეტს შეადგენს, გარდა ისეთი გარიგებისა, რომელიც ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას ეხება; ო) აქციათა რაოდენობის, ნომინალური ღირებულების, კლასებისა და მათთან დაკავშირებული უფლებების განსაზღვრის შესახებ; პ) აქციათა ნომინალური ღირებულების ცვლილების ან დამატებითი აქციების განთავსების შესახებ; ჟ) ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ გარიგებაზე თანხმობის გაცემის შესახებ; რ) სხვა იურიდიული პირის დაფუძნების ან წილობრივი მონაწილეობის შესახებ; ს) ხელმძღვანელ პირთა ანაზღაურების ფორმისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ; ტ) აქციების დემატერიალიზაციის შესახებ.

2.წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“−„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება შეიძლება გადაეცეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელ ორგანოს.

3.საერთო კრებას არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რომლებიც სხვა ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ორგანოები საერთო კრებას მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტის თხოვნით მიმართავენ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებებს ამ კანონითა და წესდებით საერთო კრების კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის: ა) წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ, წესდების ახალი რედაქციის მიღების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე; გ) სააქციო საზოგადოების მართვის სისტემის (მონისტური ან დუალისტური) შეცვლის შესახებ; დ) სააქციო საზოგადოების რეორგანიზაციის შესახებ; ე) სააქციო საზოგადოების დაშლის, ლიკვიდატორის დანიშვნის, შუალედური და საბოლოო სალიკვიდაციო ბალანსების დამტკიცების შესახებ; ვ) სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვის ნებართვის გაცემის შესახებ; ზ) განთავსებული კაპიტალის ცვლილების შესახებ; თ) სამეთვალყურეო საბჭოს (მართვის დუალისტური სისტემის შემთხვევაში) ან ხელმძღვანელი ორგანოს (მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში) შემადგენლობის, წევრების რაოდენობის, მათი არჩევის, ვადამდე გამოწვევის, ანაზღაურების ოდენობისა და სტრუქტურის განსაზღვრის შესახებ; ი) სააქციო საზოგადოების აუდიტის ანგარიშის დამტკიცებისა და აუდიტის განმახორციელებელი პირის შერჩევის შესახებ; კ) ფინანსური ანგარიშის დამტკიცებისა და დივიდენდის განაწილების შესახებ; ლ) საერთო კრების მიმდინარეობის წესის დადგენისა და ხმის დამთვლელი კომისიის არჩევის შესახებ; მ) სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს/პირების და სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესახებ, მათ შორის, აღნიშნული პროცესისთვის წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე; ნ) თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სააქციო საზოგადოების მიერ იმ ქონების შეძენის, გასხვისების, გაცვლის (ერთმანეთთან დაკავშირებული გარიგებების) ან სხვაგვარად დატვირთვის შესახებ, რომლის ღირებულება სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების ნახევარზე მეტს შეადგენს, გარდა ისეთი გარიგებისა, რომელიც ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას ეხება; ო) აქციათა რაოდენობის, ნომინალური ღირებულების, კლასებისა და მათთან დაკავშირებული უფლებების განსაზღვრის შესახებ; პ) აქციათა ნომინალური ღირებულების ცვლილების ან დამატებითი აქციების განთავსების შესახებ; ჟ) ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ გარიგებაზე თანხმობის გაცემის შესახებ; რ) სხვა იურიდიული პირის დაფუძნების ან წილობრივი მონაწილეობის შესახებ; ს) ხელმძღვანელ პირთა ანაზღაურების ფორმისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ; ტ) აქციების დემატერიალიზაციის შესახებ. 2. წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“−„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება შეიძლება გადაეცეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელ ორგანოს. 3. საერთო კრებას არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რომლებიც სხვა ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ორგანოები საერთო კრებას მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტის თხოვნით მიმართავენ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

წინა მუხლი 183შემდეგი მუხლი 185

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 246საერთო კრების ექსკლუზიური კომპეტენცია სხვა საკითხებთან დაკავშირებით
  • 188საერთო კრების მომზადება
  • 170კაპიტალის შემცირება სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გაუქმებით

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 7საერთო კრება

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66¹³ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 85³დასახლების საერთო კრების უფლებამოსილება
  • 85⁵დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁸აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა
  • 309²⁹აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 19ასოციაციის საერთო კრება
  • 20ასოციაციის საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი

ნოტარიატის შესახებ

  • 35საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების კომპეტენცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
766¹³309²⁸309²⁹3585³85⁵52461881701920184
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …საავტორო და მომიჯნავე …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025