Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 309²⁹

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 309²⁹. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:აქციონერთა ურთიერთობებისაწარმოს ღირებულების განსაზღვრააქციონერთა დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატების მოთხოვნას სასამართლო იხილავს კაპიტალის არანაკლებ 5%-ის მფლობელი აქციონერის (აქციონერების) განცხადების საფუძველზე.

2.თუ განმცხადებელ აქციონერთა რაოდენობა ორზე მეტია, ისინი ვალდებული არიან სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის წარმოების მიზნით დანიშნონ წარმომადგენელი.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), აგრეთვე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს; გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას; დ) აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილ საკითხთა ჩამონათვალს და დღის წესრიგში მათი შეტანის საჭიროების დასაბუთებას; ე) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას; ვ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას; ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სამეწარმეო საზოგადოებას აცნობებს აქციონერის (აქციონერების) მოთხოვნის შესახებ და განუსაზღვრავს 3 დღის ვადას საპასუხო პოზიციის წარსადგენად. დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში სასამართლო საკითხს განიხილავს არსებითად, ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოიტანს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს სასამართლო სხდომა პარტნიორისა და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

6.აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატების მოთხოვნის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო განმცხადებელ აქციონერს (აქციონერებს) ანიჭებს გამოქვეყნებით აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატების უფლებამოსილებას.

7.ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

წინა მუხლი 309²⁸შემდეგი მუხლი 309³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აქციონერთა დავების გადაწყვეტა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა უფლებების დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უმცირესობის აქციონერთა დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა ჩაგვრის სარჩელები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №178

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁸აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა
  • 309²⁵სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა
  • 309¹³აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების განხილვა

მეწარმეთა შესახებ

  • 191საერთო კრების დღის წესრიგში საკითხების დამატებისა და მისაღები გადაწყვეტილების პროექტის წარდგენის უფლებები
  • 187საერთო კრების მოწვევა აქციონერის/აქციონერების მოთხოვნით
  • 192საერთო კრების მონაწილე აქციონერები

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 13კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესები
  • 39კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • 35კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 85⁴დასახლების საერთო კრების მოწვევის წესი
  • 85⁵დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 8¹შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
309²⁸309²⁵309¹³8¹85⁴85⁵133935191187192309²⁹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…ადგილობრივი თვითმმართვ…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025