Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 170

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 170. კაპიტალის შემცირება სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გაუქმებით

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საერთო კრება უფლებამოსილია კაპიტალის შემცირების მიზნით გააუქმოს სააქციო საზოგადოების ან იმ მესამე პირის მიერ გამოსყიდული აქციები, რომელიც საკუთარი სახელით და სააქციო საზოგადოების დავალებით მოქმედებს, აგრეთვე იძულებით გააუქმოს განთავსებული აქციები. თუ აქციების გაუქმების პირობები და პროცედურა წესდებით დადგენილი არ არის, ისინი საერთო კრების გადაწყვეტილებით განისაზღვრება.

2.განთავსებული აქციების იძულებით გაუქმება დასაშვებია, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია ან ნებადართულია წესდებით აქციების განთავსებამდე. თუ წესდებით ნებადართულია მხოლოდ აქციების იძულებით გაუქმება, აქციები იძულებით უქმდება საერთო კრების გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციების იძულებით გაუქმებას ერთხმად ეთანხმებიან ის აქციონერები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება ეხება.

3.აქციის გაუქმებაზე ვრცელდება კაპიტალის შემცირების შესახებ წესები, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით.

4.თუ სააქციო საზოგადოებას სხვადასხვა კლასის აქციები აქვს გამოშვებული, აქციების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას კენჭი ყველა კლასის აქციების მფლობელთათვის ცალ-ცალკე ეყრება, თუკი მათ უფლებებზე ეს გადაწყვეტილება გავლენას ახდენს. შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი და 195-ე მუხლი.

5.ამ კანონის 169-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესები არ ვრცელდება იმ აქციებზე, რომელთა შესაბამისი შენატანიც სრულად არის განხორციელებული, თუ: ა) აქციები სააქციო საზოგადოებას უსასყიდლოდ გადაეცემა; ბ) აქციების გაუქმებისთვის კომპენსაცია გადაიხდება ამ კანონის 181-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაშვებული თანხის ფარგლებში.

6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოებამ გაუქმებული აქციების ნომინალური ღირებულების, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − ამ კანონის 157-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების  ოდენობით უნდა შექმნას რეზერვი, რომელიც არ შეიძლება განაწილდეს აქციონერებზე. აღნიშნული რეზერვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სააქციო საზოგადოების ზარალის დასაფარავად ან განთავსებული კაპიტალის გასაზრდელად.

7.აქციათა გაუქმებით კაპიტალის შემცირების შემთხვევაში ამ კანონის 169-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები არ გამოიყენება.

რედაქციების შედარება

1. საერთო კრება უფლებამოსილია კაპიტალის შემცირების მიზნით გააუქმოს სააქციო საზოგადოების ან იმ მესამე პირის მიერ გამოსყიდული აქციები, რომელიც საკუთარი სახელით და სააქციო საზოგადოების დავალებით მოქმედებს, აგრეთვე იძულებით გააუქმოს განთავსებული აქციები. თუ აქციების გაუქმების პირობები და პროცედურა წესდებით დადგენილი არ არის, ისინი საერთო კრების გადაწყვეტილებით განისაზღვრება. 2. განთავსებული აქციების იძულებით გაუქმება დასაშვებია, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია ან ნებადართულია წესდებით აქციების განთავსებამდე. თუ წესდებით ნებადართულია მხოლოდ აქციების იძულებით გაუქმება, აქციები იძულებით უქმდება საერთო კრების გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციების იძულებით გაუქმებას ერთხმად ეთანხმებიან ის აქციონერები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება ეხება. 3. აქციის გაუქმებაზე ვრცელდება კაპიტალის შემცირების შესახებ წესები, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით. 4. თუ სააქციო საზოგადოებას სხვადასხვა კლასის აქციები აქვს გამოშვებული, აქციების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას კენჭი ყველა კლასის აქციების მფლობელთათვის ცალ-ცალკე ეყრება, თუკი მათ უფლებებზე ეს გადაწყვეტილება გავლენას ახდენს. შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი და 195-ე მუხლი. 5. ამ კანონის 169-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესები არ ვრცელდება იმ აქციებზე, რომელთა შესაბამისი შენატანიც სრულად არის განხორციელებული, თუ: ა) აქციები სააქციო საზოგადოებას უსასყიდლოდ გადაეცემა; ბ) აქციების გაუქმებისთვის კომპენსაცია გადაიხდება ამ კანონის 181-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაშვებული თანხის ფარგლებში. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოებამ გაუქმებული აქციების ნომინალური ღირებულების, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − ამ კანონის 157-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების  ოდენობით უნდა შექმნას რეზერვი, რომელიც არ შეიძლება განაწილდეს აქციონერებზე. აღნიშნული რეზერვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სააქციო საზოგადოების ზარალის დასაფარავად ან განთავსებული კაპიტალის გასაზრდელად. 7. აქციათა გაუქმებით კაპიტალის შემცირების შემთხვევაში ამ კანონის 169-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები არ გამოიყენება.

წინა მუხლი 169შემდეგი მუხლი 171

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 157მუხლი 169მუხლი 181მუხლი 195მუხლი 37

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 169განთავსებული კაპიტალის შემცირება
  • 184საერთო კრების კომპეტენცია
  • 163სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის ცვლილების განხორციელების წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁸აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა
  • 309²⁹აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 75ლიკვიდაციის პროცესის წარმოება
  • 31აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის განხორციელების წესი
  • 29აქტივების მმართველი კომპანიისთვის საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37⁴რეკაპიტალიზაცია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერით ან აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციით

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 306¹აუქციონის გაუქმება ან შეწყვეტა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 11გარდამავალი დებულებანი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 58სასამართლოს მიერ მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11309²⁸309²⁹306¹37⁴75312916915718119537184163170
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …კომერციული ბანკების სა…საქართველოს სამოქალაქო…მიკროსაფინანსო ორგანიზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025