ნოტარიატის შესახებ

მუხლი 35. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების კომპეტენცია

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას შეუძლია დღის წესრიგში შეიტანოს და გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის კომპეტენციას განეკუთვნება.

2.მხოლოდ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაა უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წლიური ანგარიშის დამტკიცება; გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ნოტარიუსების სავალდებულო გადასახდელების დადგენა.

3.საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას უფლება აქვს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობას, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, დართოს ნება, შეიტანოს ცვლილებები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა მომდევნო საერთო კრებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 დეკ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
72434²653734332¹641618435
მითითებამნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…მეწარმეთა შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …ადვოკატთა შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა