Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 38

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 38. საერთო კრების ოქმი

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთო კრების მოწვევის, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ამ კრების დასრულებიდან 15 დღის ვადაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საერთო კრების მიერ არჩეული ან წესდებით განსაზღვრული საერთო კრების თავმჯდომარე. ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთო კრების ოქმს ადგენს და ამოწმებს ნოტარიუსი. საერთო კრების ოქმი დაუყოვნებლივ, სამეწარმეო საზოგადოების ხარჯზე ეგზავნება პარტნიორებს.

2.საერთო კრების ოქმში უნდა აღინიშნოს: ა) სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილი და თარიღი/დრო; გ) მითითება საერთო კრების მოწვევის პროცედურის დაცვასა და ამ კრების გადაწყვეტილებაუნარიანობაზე. ოქმს შეიძლება დაერთოს აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებული დოკუმენტები; დ) ძირითად დოკუმენტში ან დანართის სახით − საერთო კრების მუშაობაში მონაწილე ან მასზე დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორთა და სხვა დამსწრე პირთა ჩამონათვალი და საიდენტიფიკაციო მონაცემები. წარმომადგენლობის შემთხვევაში ოქმს უნდა დაერთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი ან უნდა მიეთითოს ასეთ დოკუმენტზე, თუ მას სამეწარმეო საზოგადოება სხვა დოკუმენტებთან ერთად ინახავს; ე) საერთო კრების თავმჯდომარის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ვ) საერთო კრების დღის წესრიგი; ზ) საერთო კრების გადაწყვეტილება. მასში მითითებული უნდა იყოს კენჭისყრის შედეგები; თ) საერთო კრების მონაწილის მიერ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ განსხვავებული აზრის გამოთქმის ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვის შემთხვევაში − კრების შესაბამისი მონაწილის ვინაობა და საწინააღმდეგო პოზიციის შინაარსი, თუ იგი მოითხოვს ამ აზრის/პოზიციის ოქმში შეტანას.

რედაქციების შედარება

1. საერთო კრების მოწვევის, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ამ კრების დასრულებიდან 15 დღის ვადაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საერთო კრების მიერ არჩეული ან წესდებით განსაზღვრული საერთო კრების თავმჯდომარე. ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთო კრების ოქმს ადგენს და ამოწმებს ნოტარიუსი. საერთო კრების ოქმი დაუყოვნებლივ, სამეწარმეო საზოგადოების ხარჯზე ეგზავნება პარტნიორებს. 2. საერთო კრების ოქმში უნდა აღინიშნოს: ა) სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილი და თარიღი/დრო; გ) მითითება საერთო კრების მოწვევის პროცედურის დაცვასა და ამ კრების გადაწყვეტილებაუნარიანობაზე. ოქმს შეიძლება დაერთოს აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებული დოკუმენტები; დ) ძირითად დოკუმენტში ან დანართის სახით − საერთო კრების მუშაობაში მონაწილე ან მასზე დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორთა და სხვა დამსწრე პირთა ჩამონათვალი და საიდენტიფიკაციო მონაცემები. წარმომადგენლობის შემთხვევაში ოქმს უნდა დაერთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი ან უნდა მიეთითოს ასეთ დოკუმენტზე, თუ მას სამეწარმეო საზოგადოება სხვა დოკუმენტებთან ერთად ინახავს; ე) საერთო კრების თავმჯდომარის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ვ) საერთო კრების დღის წესრიგი; ზ) საერთო კრების გადაწყვეტილება. მასში მითითებული უნდა იყოს კენჭისყრის შედეგები; თ) საერთო კრების მონაწილის მიერ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ განსხვავებული აზრის გამოთქმის ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვის შემთხვევაში − კრების შესაბამისი მონაწილის ვინაობა და საწინააღმდეგო პოზიციის შინაარსი, თუ იგი მოითხოვს ამ აზრის/პოზიციის ოქმში შეტანას.

წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 200საერთო კრების ოქმი
  • 36საერთო კრება
  • 244საერთო კრების ოქმი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 66კრების (სხდომის) ოქმის დამოწმებისა და რეგისტრაციის საერთო წესები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 85⁵დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი
  • 85⁴დასახლების საერთო კრების მოწვევის წესი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 13კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁹აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება
  • 309²⁸აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა
  • 289ოქმის შედგენისა და გაფორმების წესი

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 7საერთო კრება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 112ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7112309²⁹309²⁸2896685⁵85⁴132003624438
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…ადგილობრივი თვითმმართვ…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025