Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 66

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 66. კრების (სხდომის) ოქმის დამოწმებისა და რეგისტრაციის საერთო წესები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023
თემები:სამეთვალყურეო საბჭოს კონსულტაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ნოტარიუსი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ან კრების (სხდომის) მონაწილეთა თხოვნით დაესწროს სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ამხანაგობების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების დამფუძნებელ, აგრეთვე მმართველ ორგანოთა კრებებს (სხდომებს) და შეადგინოს ოქმი კრების (სხდომის) მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, აგრეთვე კრების (სხდომის) ჩაშლის შესახებ.

2.ოქმი უნდა შედგეს სანოტარო აქტის ფორმით და მას უნდა ჰქონდეს საჯარო აქტისათვის დადგენილი სავალდებულო რეკვიზიტები. გარდა აღნიშნულისა, ნოტარიუსი ვალდებულია ოქმში მიუთითოს კრების (სხდომის) ჩატარების ადგილი და დრო, დაწყების და დასრულების თარიღი, კრების (სხდომის) თავმჯდომარის საიდენტიფიკაციო მონაცემები, კრების საერთო მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილებები, ოქმის გაცემის თარიღი. ნოტარიუსი უფლებამოსილია წინასწარი ჩანაწერი კრების (სხდომის) ჩატარების შესახებ (კრების/სხდომის შინაარსისა და გადაწყვეტილებების მითითების გარეშე) სანოტარო რეესტრში შეასრულოს კრების/სხდომის ჩატარების დღესვე, ხოლო დოკუმენტი შეიძლება გაიცეს კრების/სხდომის ჩატარების დღის შემდგომ დღეებში ნებისმიერ დროს.

3.ნოტარიუსს ეკრძალება უარი განაცხადოს კრებაზე (სხდომაზე) მომხდარი ფაქტებისა და განცხადებების ოქმში შეტანაზე ნებისმიერი მოტივით. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ კრებაზე გაკეთებული განცხადებები აშკარად ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს (მაგალითად, კრებაზე გამოცხადებული და ფაქტობრივ დამსწრეთა რაოდენობა, კენჭისყრისას დაფიქსირებულ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა და სხვა მსგავსი), რომელთა აღქმა ნოტარიუსს შეუძლია სპეციალური შემოწმების და/ან დოკუმენტების შესწავლის გარეშე, ნოტარიუსი ვალდებულია ამის შესახებ თავისი შენიშვნები შეიტანოს კრების ოქმში და მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი უშუალო აღქმის შედეგია. ეს შენიშვნები შეტანილ უნდა იქნეს კრების ოქმის ბოლოს, კრების თავმჯდომარისა და ნოტარიუსის ხელმოწერამდე.

4.ოქმს ხელს აწერს ნოტარიუსი და კრების (სხდომის) თავმჯდომარე. თუ კრებამ დაამტკიცა წესდება, ან ცვლილებები წესდებაში, ეს დოკუმენტი დანართის სახით დაერთვის კრების ოქმს და მას ხელს აწერს კრების თავმჯდომარე და ნოტარიუსი. სხვა დანართები ოქმს დაერთვის, თუ ამას მოითხოვს კრების თავმჯდომარე ან კრების (სხდომის) მონაწილე სხვა პირი, ან თავად ნოტარიუსი. ოქმს უნდა დაერთოს ნოტარიუსისათვის წარდგენილი ყველა დოკუმენტი იმ სახით, რა სახითაც იგი წარედგინა ნოტარიუსს (დამოწმებული, ან დაუმოწმებელი ასლები, დედნები).

5.იმ შემთხვევაში, თუ კრების თავმჯდომარე ნებისმიერი მოტივით უარს აცხადებს, ხელი მოაწეროს კრების (სხდომის) ოქმს, ან სხვადასხვა მიზეზის (დაპატიმრება, გარდაცვალება, ავადმყოფობა და სხვა) გამო მას არ შეუძლია ოქმზე ხელმოწერა, ნოტარიუსი ამის შესახებ აკეთებს აღნიშვნას ოქმსა და სანოტარო რეესტრში და ოქმს გასცემს მხოლოდ თავისი ხელმოწერით. ამგვარად გაცემულ ოქმს აქვს იურიდიული ძალა.

6.ნოტარიუსი არ არის ვალდებული შეამოწმოს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაზე დამსწრე აქციონერთა უფლებამოსილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადაწყვეტილებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთპიროვნულად იღებს უფლებამოსილი აქციონერი (აქციათა სამოცდათხუთმეტ პროცენტზე მეტის მფლობელი). იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს უფლებამოსილი აქციონერი (აქციათა სამოცდათხუთმეტ პროცენტზე მეტის მფლობელი), სანოტარო აქტი აქციონერის გადაწყვეტილების შესახებ დგება ამ მუხლით დადგენილი წესით შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით (კრების თავმჯდომარის არარსებობა და სხვა).

7.იმ შემთხვევაში, თუ კრება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში (შესვენებები, კრების სხდომის გადადება და სხვა), მოთხოვნის შემთხვევაში, ნოტარიუსი უფლებამოსილია დასრულებული სხდომების შესახებ გასცეს მოწმობა (შუალედური ოქმი), ხოლო კრების ერთიანი ოქმი გაიცემა კრების დასრულების შემდეგ.

8.თუ კრება არ შედგა ქვორუმის არარსებობის გამო, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ნოტარიუსი გასცემს მოწმობას კრების ჩაშლის ფაქტის დადასტურების შესახებ. მოწმობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა ნოტარიუსს წარედგინა კრების ჩაშლის დღეს და ამის შესახებ შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა სანოტარო რეესტრში. ამ შემთხვევაში მოწმობა შეიძლება გაიცეს იმავე ან მომდევნო დღეებში.

9.ნოტარიუსი უფლებამოსილია დაესწროს სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების მმართველი ორგანოების კრებებს (სხდომებს), რომლებიც ტარდება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და შეადგინოს კრების ოქმი იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა კრებაში გადამწყვეტი ხმის უფლებით მონაწილე ყველა პირის და ნოტარიუსის ერთდროული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას (ტელეკონფერენცია) და კრებაში მონაწილეთა პიროვნება ნოტარიუსისათვის ცნობილია ან შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ნოტარიუსი ვალდებულია ოქმში მიუთითოთოს, რომ სხდომა ჩატარებულია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე და მოწმე, რომელიც სრულად უნდა დაესწროს სხდომას. მოწმის დასწრება სავალდებულო არ არის, თუ ხორციელდება სანოტარო მოქმედების ჩაწერა ვიდეოფაილის სახით.

10.იმ შემთხვევაში, როცა ნოტარიუსთან წარდგენილ იქნება სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მმართველი ორგანოების კრების (სხდომის) ოქმი, ნოტარიუსი ადასტურებს ხელმომწერი პირების ხელმოწერის ნამდვილობას ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 23 ოქტ. 2023
  2. 17 მარ. 2017
წინა მუხლი 65შემდეგი მუხლი 67

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დირექტორთა საბჭოს სხდომის პროცედურები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-10-20 · №23

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2023-10-23
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 94დოკუმენტების დეპოზიტში მიღება
  • 67აუქციონის ოქმის დამოწმება
  • 15საჯარო და კერძო აქტები

მეწარმეთა შესახებ

  • 38საერთო კრების ოქმი
  • 200საერთო კრების ოქმი
  • 244საერთო კრების ოქმი

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 27საკრებულოს სხდომის ოქმი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 29ოქმი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 13კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესები

ნოტარიატის შესახებ

  • 34საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება
  • 39სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის უფლებამოსილება

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 17საკრებულოს სხდომის ოქმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
292717343919946715133820024466
მითითებამნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…მეწარმეთა შესახებადგილობრივი თვითმმართვ…სააღსრულებო წარმოებათა…რეაბილიტაციისა და კრედ…ნოტარიატის შესახებ

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო