Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებმუხლი 15

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

მუხლი 15. ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 18 მარ. 2025
თემები:განახლებადი ენერგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელება დასაშვებია სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად (მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, მილსადენების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციებისა და არხების მშენებლობისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესრულებისთვის), აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისთვის.

2.მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხითა“ და „წითელი წიგნით“ დაცული სახეობებისა) განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის/სამუშაოს განხორციელების მსურველი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

3.სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხითა“ და „წითელი წიგნით“ დაცული სახეობებისა) განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის/სამუშაოს განხორციელების მსურველი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

4.თუ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელება ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია, შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო სააგენტოს მიმართავს შუამდგომლობით. ეს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს აღნიშნული სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესის არსებობის დასაბუთებას.

5.ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას გადაიხდება შესაბამისი კომპენსაცია. აღნიშნული კომპენსაციის გადახდის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავი IV. ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები და პირები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 მარ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქარის ენერგეტიკული პროექტებისერვისის გვერდი
  • ქარის ენერგიის პროექტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 18 მარ. 2025 · №1

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

  • 17ქარსაფარი ზოლის მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 5სპეციალური მოკვლევა
  • 14ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენება

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 68განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზნები
  • 69განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი
  • 37ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები

სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

  • 17აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 22საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში საქმიანობის განხორციელების წესი

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

  • 14ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვა

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 17სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 42სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის პირობები

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 15¹ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების რეგისტრაცია. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების რეგისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹221714686937817514174215
მითითებამნიშვნელობით ახლოსქარსაფარი (მინდორდაცვი…საქართველოს ტყის კოდექ…სატყეო მეურნეობის მართ…საქართველოს სახელმწიფო…ადგილობრივი მნიშვნელობ…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 18 მარ. 2025 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026