საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

მუხლი 10. სოციალური გარანტიების სისტემა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 ივნ. 1991

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიანუგზარ მოსიძესალომე ოსეფაშვილი

საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს მინიმალური სოციალური გარანტიების სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც რესპუბლიკის მოსახლეობისათვის ქმნის შრომისა და ცხოვრების ეკონომიკურად, სოციალურად, ეკოლოგიურად აუცილებელ პირობებს. სოციალურ გარანტიებს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფენ სახელმწიფო ორგანოები და დაწესებულებები, აგრეთვე სახელმწიფო საწარმოები, სამეურნეო ამხანაგობები და საზოგადოებები, სხვა ტიპის საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და კერძო მესაკუთრენი. საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწესებენ შრომის ანაზღაურების ფორმებს, სისტემებს და ოდენობას, განსაზღვრავენ სამუშაო დროისა და დასვენების რეჟიმს. საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების წესსა და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი საარსებო მინიმუმიდან გამომდინარე დგინდება შრომის ანაზღაურების მხოლოდ მინიმალური განაკვეთები და სარგოები. შრომის ანაზღაურების მაქსიმალური დონე არ იზღუდება. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უმუშევრობის შემთხვევაში აქვთ მატერიალური დახმარებისა და პროფესიული გადამზადების გარანტია. საქართველოს რესპუბლიკაში ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილია სახელმწიფო სოციალური დაზღვევა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა. სოციალური უზრუნველყოფა ხორციელდება ხანდაზმულობის, უმუშევრობის, ინვალიდობის, ავადმყოფობის, საწარმოო ტრამვის, მარჩენალის დაკარგვის გამო, მარტოხელა დედები და მრავალშვილიანი ოჯახები სოციალურად და ეკონომიკურად დაცული არიან. პენსიის ოდენობა ინვალიდობის, მოხუცებულობის ან მარჩენალის დაკარგვის გამო უნდა შეესაბამებოდეს ინვალიდის, მოხუცებულის ან მარჩენალის შრომით წვლილს და საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1051726¹2249416116125151110
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს კონსტიტუცი…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს ფინანსთა ს…პოლიციის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა