Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშრომის უსაფრთხოების შესახებმუხლი 16

შრომის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 16. შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგია და კომპეტენტური უწყებები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:შესაბამისობაშესაბამისობის ტრენინგიპოლიტიკის შემუშავებარისკების მართვაპროფესიული უსაფრთხოებაშრომითი და დასაქმების დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2.ამ კანონის მიზნებისათვის სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავებას სხვა სამინისტროებთან, ინსტიტუტებთან და სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მის პერიოდულ განახლებას და მის შესრულებას; ბ) შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით მისაღები შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებას: ბ.ა) სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები; ბ.ბ) მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისას და დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები; ბ.გ) სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მიზნით დასადგენი მინიმალური მოთხოვნები; ბ.დ) სამუშაო ადგილზე აზბესტის, კანცეროგენების, მუტაგენებისა და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვა; ბ.ე) სამუშაო ადგილზე ფიზიკური აგენტებით (ვიბრაციით, ხმაურით, ელექტრომაგნიტური ველით, ხელოვნური ოპტიკური რადიაციით) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები; ბ.ვ) მიწის ზედაპირზე და მიწის ქვეშ, აგრეთვე ბურღვის მეშვეობით მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები; ბ.ზ) სამუშაო ადგილზე ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებით გამოწვეული რისკებისაგან, აგრეთვე ქიმიურ აგენტებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვა; ბ.თ) ფეთქებადი ატმოსფეროს გამო პოტენციური რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით დასადგენი მინიმალური მოთხოვნები; ბ.ი) ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები; გ) შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, კვლევების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების ორგანიზებას/ხელშეწყობას; დ) იმ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რომელთა საქმიანობაც შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება; ე) საზედამხედველო ორგანოების მიერ შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლსა და მონიტორინგს; ვ) შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას.

3.სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით: ა) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ; ბ) განიხილავს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; გ) პერიოდულად აანალიზებს ზედამხედველი ორგანოს მიერ ამ კანონის ეფექტიან აღსრულებას, მათ შორის, ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის ოდენობის ადეკვატურობას, იმ პირობის დაცვით, რომ უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული სახდელის პროპორციულობა, თანამიმდევრულობა და შემაკავებელი ეფექტი; დ) ახორციელებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4.ზედამხედველი ორგანო აკონტროლებს შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებასა და გამოყენებას, ახორციელებს სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების მოკვლევას და აღრიცხავს მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზედამხედველი ორგანოს ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სტრუქტურა განისაზღვრება ზედამხედველი ორგანოს დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება, რაც აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტიანი აღსრულებისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად. სამუშაო სივრცეში შესვლისა და შემოწმების წესი და პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

6.ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოკითხოს დამსაქმებელი, დასაქმებულები, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელი შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე; ბ) მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის გადაცემა, რომელიც აუცილებელია ზედამხედველი ორგანოს მიერ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ეფექტიანად განსახორციელებლად, აგრეთვე დოკუმენტის ასლის გადაღება ან ამონაწერის გაკეთება; გ) დამსაქმებლის ინფორმირებით განახორციელოს სამუშაო ადგილის ფოტო-, ვიდეოგადაღება, აგრეთვე სამუშაო ადგილზე გამოყენებადი ნივთიერების ან მასალის ნიმუშის აღება მისი შემდგომი ანალიზისათვის. თავი VII პასუხისმგებლობა

რედაქციების შედარება

1. შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. ამ კანონის მიზნებისათვის სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავებას სხვა სამინისტროებთან, ინსტიტუტებთან და სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მის პერიოდულ განახლებას და მის შესრულებას; ბ) შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით მისაღები შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებას: ბ.ა) სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები; ბ.ბ) მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისას და დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები; ბ.გ) სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მიზნით დასადგენი მინიმალური მოთხოვნები; ბ.დ) სამუშაო ადგილზე აზბესტის, კანცეროგენების, მუტაგენებისა და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვა; ბ.ე) სამუშაო ადგილზე ფიზიკური აგენტებით (ვიბრაციით, ხმაურით, ელექტრომაგნიტური ველით, ხელოვნური ოპტიკური რადიაციით) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები; ბ.ვ) მიწის ზედაპირზე და მიწის ქვეშ, აგრეთვე ბურღვის მეშვეობით მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები; ბ.ზ) სამუშაო ადგილზე ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებით გამოწვეული რისკებისაგან, აგრეთვე ქიმიურ აგენტებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვა; ბ.თ) ფეთქებადი ატმოსფეროს გამო პოტენციური რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით დასადგენი მინიმალური მოთხოვნები; ბ.ი) ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები; გ) შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, კვლევების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების ორგანიზებას/ხელშეწყობას; დ) იმ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რომელთა საქმიანობაც შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება; ე) საზედამხედველო ორგანოების მიერ შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლსა და მონიტორინგს; ვ) შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას. 3. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით: ა) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ; ბ) განიხილავს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; გ) პერიოდულად აანალიზებს ზედამხედველი ორგანოს მიერ ამ კანონის ეფექტიან აღსრულებას, მათ შორის, ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის ოდენობის ადეკვატურობას, იმ პირობის დაცვით, რომ უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული სახდელის პროპორციულობა, თანამიმდევრულობა და შემაკავებელი ეფექტი; დ) ახორციელებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. ზედამხედველი ორგანო აკონტროლებს შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებასა და გამოყენებას, ახორციელებს სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების მოკვლევას და აღრიცხავს მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზედამხედველი ორგანოს ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სტრუქტურა განისაზღვრება ზედამხედველი ორგანოს დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება, რაც აუცილებელია შრომის უსაფრთხოების ნორმების ეფექტიანი აღსრულებისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად. სამუშაო სივრცეში შესვლისა და შემოწმების წესი და პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოკითხოს დამსაქმებელი, დასაქმებულები, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელი შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე; ბ) მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის გადაცემა, რომელიც აუცილებელია ზედამხედველი ორგანოს მიერ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ეფექტიანად განსახორციელებლად, აგრეთვე დოკუმენტის ასლის გადაღება ან ამონაწერის გაკეთება; გ) დამსაქმებლის ინფორმირებით განახორციელოს სამუშაო ადგილის ფოტო-, ვიდეოგადაღება, აგრეთვე სამუშაო ადგილზე გამოყენებადი ნივთიერების ან მასალის ნიმუშის აღება მისი შემდგომი ანალიზისათვის. თავი VII პასუხისმგებლობა

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რისკის შემცირების სტრატეგიები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამუშაო უსაფრთხოების დარღვევები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამუშაო ადგილზე სიფხიზლის პოლიტიკა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამუშაოო ჯანმრთელობის შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №3

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 27მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 7შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა
  • 1კანონის მიზანი და რეგულირების საგანი
  • 5დამსაქმებლის ვალდებულებები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 24ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 12ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 44¹სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 22სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 51სამინისტროს უფლებამოსილებები

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 15—

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 11შრომა და დასაქმებ ა

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 132ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპეტენციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1512242244¹27257151321151316
მითითებამნიშვნელობით ახლოსშრომის უსაფრთხოების შე…პროდუქტის უსაფრთხოების…ტექნიკური საფრთხის კონ…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სახელმწიფო…დასაქმების ხელშეწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025