“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 101

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გამყოლი , რომელსაც მინდობილი აქვს ტვირთის თანხლება და დაცვა ვალდებულია , გაგზავნის სადგურს წარუდგინოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთი და მივლინების მოწმობა .

2.გადაზიდვის დოკუმენტების საფუძველზე გაგზავნის სადგური გამყოლს გადასცემს ამ წესების დანართით განსაზღვრული ფორმის მოწმობას , რომელიც ხელმოწერილია სადგურის უფლებამოსილი მუშაკის მიერ და დამოწმებულია კალენდარული შტემპელით . მოწმობის მიღებისას , საგზაო უწყისის ყუაზე , გაგზავნის სადგურის კალენდარული შტემპელის ქვეშ გამყოლმა უნდა აღნიშნოს „ მოწმობა მივიღე “ და მოაწეროს ხელი , ასევე ჩაწეროს თავისი სახელი და გვარი . მოწმობის მიღებისას გამყოლი უნდა გაეცნოს მასში განსაზღვრულ გამყოლის ძირითად მოვალეობებს , აგრეთვე ხელი მოაწეროს მოწმობასა და გამყოლისთვის მოწმობის გაცემის რეგისტრაციის წიგნში .

3.(ამოღებულია - 13.07. 20 17, №1-1/298). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 13 ივლისის ბრძანერბა №1-1/298 - ვებგვერდი, 13.07.2017 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12012716570267967663699935862120101
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…საზღვაო კოდექსისაქართველოს საჰაერო კო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა