“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 100

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გამყოლს უფლება აქვს იმგზავროს : ა ) ვაგონით , რომლითაც გადაიზიდება ტვირთი ; ბ ) ცალკე ვაგონით , რომელსაც რკინიგზა გამოყოფს ტვირთგამგზავნის განაცხადის საფუძველზე ; გ ) ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცალკე ვაგონით .

2.თუ გამყოლი მგზავრობს ცალკე ვაგონით , ამ ვაგონის კუთვნილების მიუხედავად ტვირთგამგზავნი ავსებს გუ -27- ე ფორმის ზედნადებს , რომელშიც აღნიშნავს თითოეულ თანხლებულ ტვირთიან ვაგონს და იმ ვაგონს , რომლითაც მგზავრობს გამყოლი .

3.გამყოლის მგზავრობისათვის ტვირთგამგზავნს გადაეხდება დადგენილი ოდენობის საფასური , რომელიც აღინიშნება ზედნადებში .

4.გამყოლს უფლება აქვს უსასყიდლოდ გადაიტანოს თავისი ხელბარგი , ხოლო , თუ მისი მოცულობა აღემატება კანონმდებლობით დადგენილ ნორმას , ხელბარგის ზედმეტი მასისათვის გამყოლს გადაეხდება დამატებითი საფასური , როგორც წვრილმანი გზავნილებით გადასაზიდი პირადი ( ყოფითი ) საჭიროებებისათვის განკუთვნილ ტვირთზე .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
413938107152169140680684209106187100
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა