1.გამყოლთა რაოდენობას განსაზღვრავს ტვირთგადამგზავნი (ტვირთმიმღები) აკრძალულია 2 კაცზე ნაკლები რაოდენობის გამყოლთა დანიშვნა.
2.საფრთხეშემცველი ტვირთის თანხლების დამატებითი პირობები განისაზღვრება საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვისა და ცისტერნა - ვაგონებსა და ბუნკერულ ნახევარვაგონებში ტვირთის ჩასხმით გადაზიდვის წესებით .
3.ტვირთგამგზავნი მოვალეა გამყოლის თანხლებით გადასაზიდი ტვირთი განალაგოს და დაამაგროს ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის განლაგებისა და დამაგრების ტექნიკური პირობების მოთხოვნათა დაცვით . საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2005 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №1-1/1107 – სსმ III, №132, 11.11.2005წ., მუხ.1463

