1.ვაგონის ( ვაგონთა ჯგუფის ) უწესივრობის აღმოფხვრის შემდეგ , საერთო ფორმის აქტის მონაცემების საფუძველზე თითოეული მოხსნილი ვაგონის მიმართ დგება ახალი სავაგონო ფურცელი და დამატებითი საგზაო უწყისი , რომელთა თანდართვითაც ვაგონი განაგრძობს სვლას დანიშნულების სადგურისკენ .
2.მოხსნილ ვაგონში განლაგებული ტვირთის გადაზიდვის ვადა , უწესივრობათა აღმოფხვრის შემდეგ , გამოითვლება ტვირთის სავაგონო გზავნილის სადღეღამისო გარბენის ნორმის საფუძველზე .

