1.(ამოღებულია).
2.თუ უწესივრობის გამო ვაგონი (ვაგონთა ჯგუფი) სვლის გზაზე მოიხსნა სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილებიდან (შემდგომ – ძირითადი გზავნილი), სადგური, რომელშიც განხორციელდა ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) მოხსნა, ვალდებულია შეადგინოს საერთო ფორმის აქტი.
3.ძირითადი გზავნილის ზედნადებისა და საგზაო უწყისის გრაფაში „გზაში შეტანილი აღნიშვნები ” უნდა მიეთითოს მოხსნილი ვაგონის ( ვაგონების ) ნომერი , მოხსნის სადგურის სახელწოდება , მოხსნის მიზეზი , საერთო ფორმის აქტის ნომერი და მისი შევსების თარიღი . ეს აღნიშვნა დასტურდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით და კალენდარული შტემპელით . ზედნადებში ( საგზაო უწყისში ) საკმარისი ადგილის უქონლობისას ეს მონაცემები აღინიშნება მასზე მიმაგრებულ ფურცელზე .
4.(ამოღებულია).
5.მონაცემები მოხსნილი ვაგონის ( ვაგონთა ჯგუფის ) შესახებ , ასევე ამოიშლება ძირითად გზავნილთან ერთად მიმავალი სავაგონო ფურცლიდან და მოწმდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერითა და სადგურის კალენდარული შტემპელით , ვაგონის ( ვაგონთა ჯგუფის ) მოხსნის მიზეზის მითითებით . საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №1-1/1524 – სსმ III, №4, 10.01.2007წ., მუხ.30

