წვრილმანი გზავნილების გადამზიდი ნაკრები ვაგონები ( კონტეინერები ), დატვირთული არასაერთო სარგებლობის ადგილებში , იპლომბება ტვირთგამგზავნის მიერ , რომელიც აგრეთვე უზრუნველყოფს მათში ტვირთის სწორ განთავსებას . ამ ვაგონების ( კონტეინერების ) გადასაზიდად მიღების გაფორმებამდე სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ამოწმებს : ა) ვაგონის (კოტეინერის) ნომრის შესაბამისობას ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებთან; ბ) საკეტ-საპლომბი მოწყობილობის არსებობას, წესივრულობას და საკონტროლო აღნიშვნების შესაბამისობას ზედნადების მონაცემებთან; გ) ტვირთის ადგილების რაოდენობასა და ტვირთის დაზიანების, დაკარგვის ან შეფუთვის დაზიანების ნიშნების არარსებობას ღია მოძრავ შემადგენლობაში; დ) დანიშნულების (დახარისხების) სადგურის სავაგონო ფურცელში მითითებული ნაკრები ვაგონების შესაბამისობას ამ ვაგონების ფორმირების გეგმასთან.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”
მუხლი 139
რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

