“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 136

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სადგურში წვრილმანი გზავნილების მიტანისას , მათ შორის პირდაპირ ნაკრებ კონტეინერებში გადასაზიდად , სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ამოწმებს შეფუთვასა და ტვირთის წონის შესახებ მონაცემების არსებობას , აღნიშნავს თითოეულ გაგზავნას ტვირთის გასაგზავნად მიღების დავთარში და აკეთებს მითითებას ზედნადების უკანა მხარეს , რომელიც ტვირთგამგზავნს უბრუნდება ტვირთის უკანასკნელი ნაწილის სადგურში მიტანამდე .

2.თუ ჩატვირთვას ახორციელებს რკინიგზა, წვრილმანი გზავნილების გადასაზიდად წარმოდგენილი ვაგონებისა და ნაკრები კონტეინერების კომერციულ ვარგისობას განსაზღვრავს გაგზავნის სადგური. ამ შემთხვევაში, სადგურის უფლებამოსილი მუშაკი არჩევს ტვირთს თითოეული ვაგონის ან ნაკრები კონტეინერისთვის და ავსებს სავაგონო ფურცელს, რომელიც გადაეცემა გაგზავნის სადგურის სატვირთო სალაროს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
209261456761411371409 (და…19 (დ…136
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო კოდექსიმუნიციპალური ნარჩენები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა