“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 138

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საერთო სარგებლობის ადგილებში წვრილმანი გზავნილების ჩატვირთვის დამთავრებისთანავე, გაგზავნის სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ამოწმებს ვაგონში (კონტეინერში) ჩატვირთული გზავნილების რაოდენობას, წონასა და ადგილს; სავაგონო ფურცელში წერილობით მიუთითებს გზავნილების საერთო რაოდენობას და ხელს აწერს მას; იგი აგრეთვე ვალდებულია, თითოეული ვაგონის (კონტეინერის) მიხედვით შეაგროვოს მცირე გზავნილების ზედნადებები და გადასცემს ეს დოკუმენტები გაგზავნის სადგურის სატვირთო სალაროს.

2.პირდაპირი ნაკრები კონტეინერის სავაგონო ფურცელს სადგური ავსებს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება წვრილმანი საკონტეინერო გზავნილების საწყობში, მეორე კი, თან ერთვის გასაგზავნ კონტეინერში ჩატვირთული ყველა წვრილმანი გზავნილის გადაზიდვის დოკუმენტებს.

3.კონტეინერის (ვაგონის) კარებების დაკეტვის შემდეგ სადგურის უფლებამოსილი მუშაკი პლომბავს მას საკეტ-საპლომბი მოწყობილობით, აღნიშნავს მის მონაცემებს სავაგონო ფურცელსა (ნაკრები ვაგონისთვის) და გუ-37 ფორმის დავთარში და ამოწმებს ხელმოწერით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2034286761411401399 (და…138
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა