1.თუ წვრილმანი გზავნილებით გადაზიდული ტვირთის გაცემისას არ არსებობს ტარის და შეფუთვის დაზიანების ნიშნები, საგზაო უწყისის მეორე მხარეს ტვირთმიმღების ნებართვით კეთდება ჩანაწერი, რომ ტვირთი გაიცემა გახსნისა და შემცველობის შემოწმების გარეშე.
2.თუ დანიშნულების სადგურში ტვირთის მდგომარეობის, წონისა და ადგილების რაოდენობის შემოწმებისას აღმოჩნდა დანაკლისი ან ტვირთის დაზიანება, ანდა ამგვარი გარემოება დადგენილია სვლის გზაზე შედგენილი კომერციული აქტით, დანიშნულების სადგური განსაზღვრავს ფაქტობრივი დანაკლისის ან ტვირთის დაზიანების ოდენობას და გადასცემს ტვირთმიმღებს კომერციულ აქტს.
3.თუ საჭიროა ექსპერტიზის ჩატარება , სადგური , საკუთარი ინიციატივით ან ტვირთმიმღების მოთხოვნით , იწვევს ექსპერტებს და სათანადო სპეციალისტებს . ექსპერტიზის ჩატარების ხარჯებს ანაზღაურებს ექსპერტების ( სპეციალისტების ) მოწვევით დაინტერესებული მხარე . თავი XIV ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესი

