“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 176

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადასაზიდად დახურულ და იზოთერმულ ვაგონებსა და კონტეინერებში წარდგენილი პაკეტების წონა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 ტონას.

2.გადასაზიდად ღია მოძრავ შემადგენლობაზე წარდგენილი პაკეტის წონა არ უნდა აღემატებოდეს: ა) სადგურზე არსებული დამტვირთავ-გადმომტვირთავი მანქანების ტვირთამწეობას, თუ ტვირთი ჩამოიტვირთება სადგურების საერთო სარგებლობის ადგილებში; ბ) ტვირთმიმღებთან შეთანხმებულ წონას, თუ ტვირთი ჩამოიტვირთება არასაერთო სარგებლობის ადგილებში.

3.იმ სადგურების ნუსხას, რომლებსაც საერთო სარგებლობის ადგილებში აქვთ დამტვირთავ-გადმომტვირთავი მანქანები, მათი ტვირთამწეობის მითითებით შეიმუშავებს რკინიგზა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
151420175351273047176
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა