1.თუ ტვირთგამგზავნის განაცხადის საფუძველზე‚ მალფუჭებადი ტვირთი უნდა გადაიზიდოს საღუმელე გათბობით აღჭურვილი სავაგონო გზავნილებით, რკინიგზა გამოყოფს დახურულ ვაგონებს. ღუმლებისა და საღუმელე მოწყობილობის მიტანა-დაყენებას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი, თავისი სახსრებით.
2.მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა გამყოლის თანხლებით ხორციელდება შესაბამისი წესების საფუძველზე. ტვირთგამგზავნის განაცხადის მიღებისას‚ რკინიგზას შეუძლია‚ გამოუყოს მას გამყოლისთვის ცალკე ვაგონი და მოსთხოვოს დადგენილი საფასურის გადახდა.
3.ხელშეკრულების საფუძველზე ან რკინიგზის ნებართვით გამყოლს უფლება აქვს‚ იმგზავროს სარეფრიჟერატორო სექციის სამსახურებრივ ან ავტონომიურ სარეფრიჟერატორო ვაგონში‚ რომელსაც აქვს სამსახურებრივი განყოფილება.

