“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 210

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მალფუჭებადი ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ დაასუფთაოს ვაგონები (კონტეინერები)‚ ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გაწმინდოს იზოთერმული ვაგონების (კონტეინერების) იატაკი და კედლები.

2.მალფუჭებადი ტვირთის‚ ცხოველური წარმოშობის ნედლი პროდუქტებისა და ცხოველების გადაზიდვის შემდეგ ვაგონებს რეცხავს‚ საჭიროებისას კი, დეზინფექციას უტარებს‚ რკინიგზა, ტვირთმიმღების ხარჯით. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის გადაზიდვის შემდეგ ვაგონების დამუშავების წესსა და რეჟიმს განსაზღვრავს სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური.

3.კონტეინერების‚ მათ შორის‚ სარეფრიჟერატორო კონტეინერების გარეცხვა-დეზინფექციას უზრუნველყოფს ტვირთმიმღები, ხოლო საქვეკარანტინო ტვირთის‚ ვაგონებისა და კონტეინერების გაუსნებოვნებას – საკარანტინო კონტროლის შესაბამისი სამსახური.

4.იმ ვაგონის მომართ‚ რომელმაც გაიარა ვეტერინარულ-სანიტარული დამუშავება‚ დადგენილი წესით გაიცემა შესაბამისი საბუთი სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ. სარეფრიჟერატორო სექციით ან სამსახურებრივი განყოფილებით აღჭურვილი ავტონომიური სარეფრიჟერატორო ვაგონის ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავების შემდეგ‚ მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელს გადაეცემა ამ საბუთის ასლი, რომელიც წარმოადგენს მასში მალფუჭებადი‚ მათ შორის‚ ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოებისადმი საქვეკონტროლო ტვირთის, ჩატვირთვის საფუძველს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
282014142063842959 (და…12 (დ…735 (დ…19 (დ…210
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სახელმწიფო…ნარჩენების მართვის კოდ…მუნიციპალური ნარჩენები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა