1.ფუტკრის სკები ან ფუტკრის ფანერის პაკეტები, დახურული ვაგონებით გადაზიდვისას, თავსდება რამდენიმე იარუსად ისე, რომ ვენტილაციური ხვრელები არ გადაიხუროს და რიგებს შორის იყოს გამყოლთა გასავლელი ადგილი. სიმყარისთვის პაკეტები ან სკები დაფებზე მაგრდება ლურსმნით, ხოლო ბოლო რიგები, გასასვლელთან, მაგრდება ვერტიკალური ძელებით.
2.სათესლე რკოს ყუთები ვაგონში იდგმება ვერტიკალური წესით. დახურულ ვაგონში ჩატვირთვისას სათესლე რკოს ყუთების ქვედა იარუსი თავსდება შუასადებზე.

