საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 50. ზოგიერთი საგზაო მოძრაობის მონაწილისა და სატრანსპორტო საშუალების განათების სხვა პირობები

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაბინდებიდან გათენებამდე გზაზე მყოფ ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას ან სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობას, რომლის მიმართაც არ გამოიყენება ამ კანონის 49-ე მუხლის დებულებები, უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და სულ მცირე ერთი უკანა წითელი სინათლე. მხოლოდ ერთი წინა ან ერთი უკანა ფარის ქონის შემთხვევაში ეს ფარა განლაგებული უნდა იყოს ცენტრში ან სატრანსპორტო საშუალების მარცხენა მხარეს.

2.ურიკას, რომელიც ხელით გადაადგილდება, უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და სულ მცირე ერთი უკანა წითელი სინათლე. ამ ორი სინათლის წყარო შეიძლება იყოს ერთი ფარანი, რომელიც განლაგებული უნდა იყოს ურიკის მარცხენა მხარეს. ფარანი არ არის აუცილებელი იმ ხელის ურიკისათვის, რომლის სიგანე 1 მეტრს არ აღემატება.

3.საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და ერთი უკანა წითელი სინათლე. წინა და უკანა მხარეს თითო ფარანი განლაგებული უნდა იყოს მარცხენა მხარეს. თუ ზემოთ აღნიშნული ფარნების სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრება შეუძლებელია, ისინი შეიძლება მიჰქონდეს თანმხლებ პირს, რომელიც უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებას მიჰყვება. გარდა ამისა, საჭაპანო ტრანსპორტს უკან უნდა ჰქონდეს ორი წითელი შუქამრეკლი მოწყობილობა, რომლებიც განლაგებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების კიდეებთან რაც შეიძლება ახლოს. ფარანი არ არის აუცილებელი იმ საჭაპანო ტრანსპორტისათვის, რომლის სიგანე 1 მეტრს არ აღემატება, მაგრამ ამ შემთხვევაში უკან, მარცხენა მხარეს, ან ცენტრში დაყენებული უნდა იყოს ერთი შუქამრეკლი მოწყობილობა.

4.სავალ ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობისას: ა) ქვეითთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელი მეთაურობს ან რომელიც სვლით მიდის, მარცხენა მხრიდან უნდა იქონიოს სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და სულ მცირე ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან; ბ) შესაბმელი, სასაპალნე ან დასაჯდომი პირუტყვის ან ნახირის მეხრემ მოძრაობის მარცხენა მხრიდან უნდა იქონიოს სულ მცირე ერთი თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე წინ და ერთი წითელი სინათლე უკან ან ყვითელი შუქი წინ და უკან. ამ სინათლის წყაროდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი მოწყობილობა.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვა სავალდებულო არ არის სათანადოდ განათებული დასახლებული პუნქტის ფარგლებში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 3 იან. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²11912015849415227 (დ…3 (და…31 (დ…29 (დ…50
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს გარემოს და…საავტომობილო გზების შე…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…საავტომობილო ტრანსპორტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა