“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 221

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ხილ-ბოსტნეულის დაწყობის მაქსიმალური სიმაღლე, ვაგონის ტიპის მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ ზომებს: ა) საადრეო ჯიშების ყურძნის, გარგარის, ატმის, ალუჩის, ალუბლის, ბლის, ქლიავის, ვაშლის და მსხლის, ყუთებში – 1,8 მ; ბ) საადრეო კომბოსტოს, საგვიანო კიტრის, ვაშლის, მსხლის, კომშის, მწვანე ბანანის, პამიდვრის, ნესვისა და სხვა ხილ-ბოსტნეულის, ყუთებში, ვაგონ-მაცივრებში – 2,0 მ; გ) ხილ-ბოსტნეულის ხონჩა-ყუთებში, სარეფრიჟერატორო ვაგონებში – 1,7 მ; დ) ხილ-ბოსტნეულის ხონჩა-ყუთებში, დახურულ ვაგონებში – 1,6 მ; ე) საადრეო ვაშლის და მსხლის, ყუთებში, დახურულ ვაგონებში - 1,6 მ; ვ) ჭყინტი და ბაზი სიმინდის ტაროს, ყუთებში, სარეფრიჟერატორო ვაგონში: წინასწარ შეციებულის - 1,6 მ, შეუციებელის – 1,2 მ; ზ) ნესვის, საზამთროსა და გოგრასი, ყუთის ქვეშში ან ყუთებში: სარეფრიჟერატორო ვაგონებში – 2-3 იარუსს, დახურულ ვაგონებში – 2 იარუსს; თ) საგვიანო კარტოფილის, თავიანი ხახვის, სუფრის ჭარხლის, სტაფილოსი, კომბოსტოსი და სხვა ბოსტნეულისა, რომელიც შეფუთულია ტომრებსა ან ბადეებში, სარეფრიჟერატორო და დახურულ ვაგონებში – 1,6 მ; ი) საგვიანო ვაშლისა და მსხლის, კომშის, მკვახე ხურმის, ბროწეულის, საშუალო სიმწიფის კომბოსტოსი, ნესვის, პამიდვრის და სხვა ხილ-ბოსტნეულისა, ყუთებში, დახურულ ვაგონებში – 1,8 მ; კ) საშუალო საგვიანო (1-ლი სექტემბრის შემდეგ) თავთეთრი კომბოსტოსა და საზამთროსი, უტაროდ (დაყრით), დახურულ ვაგონებში – 1,6 მ; ლ) საგვიანო თავთეთრი კომბოსტოსი, საგვიანო შემოდგომაზე ამოღებული კარტოფილისა და სუფრის ჭარხლის, უტაროდ (დაყრით), დახურულ ვაგონებში გადაზიდვისას – 1,6 მ; ო) წინა წლის მოსავლის კარტოფილის, უტაროდ (დაყრით), დახურულ ვაგონებში – 1,5 მ; პ) გოგრის, უტაროდ (დაყრით), დახურულ ვაგონებში – 1,5 მ;

2.სუფრის ჭარხლის, საზამთროს და ნესვის დაყრით გადაზიდვის დროს ვაგონის იატაკი და კედლები, დატვირთვის სიმაღლეზე, მოფენილი უნდა იყოს მშრალი ნამჯის ან ხის ბურბუშელის 10 სმ სისქის ფენით.

3.ბოსტნეულის, კარტოფილის და ბაღჩეულის დაყრით გადაზიდვისას, ტვირთგამგზავნმა დახურული ვაგონების კართშორისი სივრცე უნდა შეღობოს ბოსტნეულის ფარებით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
142152462165199 (და…543 (დ…44 (დ…18 (დ…9221
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…ტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს ტერიტორიაზ…საგზაო მოძრაობის შესახ…ნაგავსაყრელის მოწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა