“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 235

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადასაზიდად წარსადგენ ღორის ქონს, (შპიკს) უნდა ჰქონდეს: ტემპერატურა არა უმეტეს პლუს 4 გრადუსისა, ფერი – თეთრი ან თეთრ-მოვარდისფრო, არ უნდა დაჰკრავდეს სიყვითლე, გამუქება ან რაიმე სხვა ელფერი; კონსისტენცია – მკვრივი, არაზეთოვანი და არაწებოვანი; გემო და სუნი – ისეთი, როგორიც ახასიათებს ახალ, დამარილებულ ან დამარილებულ-შებოლილ ღორის ქონს, ყოველგვარი სხვა უცხო გემოსა და სუნის გარეშე. ღორის ქონი გადაიზიდება შეფუთული სახით.

2.ცხოველთა სასურსათო ცხიმი (საქონლის, ცხვრის, ღორის, ცხენის და ძვლისა) გადაიზიდება კასრებით, აგრეთვე ყუთში მონოლითის სახით ჩაწყობილი, არა უმეტეს პლუს 4 გრადუსი ტემპერატურით, ხოლო ცხიმგაუმტარ ქაღალდში გახვეული, ძელაკებად დაფასოებული და ყუთში ჩაწყობილი – არა უმეტეს მინუს 6 გრადუსი ტემპერატურით.

3.ჰერმეტულად შეფუთული თითოეული სასურსათო ცხიმი გადაიზიდება დახურულ ან იზოთერმულ ვაგონებში, მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურული რეჟიმის დაუცველად.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4522722623320171157¹187 (და…6 (და…31235
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…სააღსრულებო წარმოებათა…ცხოველთა და მცენარეთა …სურსათის/ცხოველის საკვ…რძისა და რძის ნაწარმის…ადამიანის ორგანოთა გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა