1.სისხლისა და მისი ფრაქციების გაყინული ბლოკები (პლაზმა, შრატი, ფერმენტული ელემენტები) უნდა შეიფუთოს ყუთებში, ქაღალდის ან კომბინირებული მასალის ტომრებში და უნდა ჰქონდეს ტემპერატურა არა უმეტეს 12 გრადუსისა.
2.დაშაშხულ ბარკალს, მკერდის ორცს, „კორეიკას” და სხვა უმადშებოლილ ხორცეულს (შემდგომ – შაშხეული) უვაკუუმო შეფუთვაში უნდა ჰქონდეს კარგად გამოხატული შაშხის სუნი, მშრალი, სუფთა, თანაბარზომიერად შებოლილი ზედაპირი, ხორცისა და ქონის გამონაგლეჯი ადგილების, ხორცის ფოჩების, ობისა და ჯაგრის ნარჩენების გარეშე.
3.შაშხეული გადაიზიდება ყუთებსა და კასრებში, სასურსათო ცხიმმოსმული.
4.შაშხეული გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს 0-დან მინუს 9 გრადუსამდე ტემპერატურით. დაიშვება გადასაზიდად შაშხეულის მიღება, თუ ტემპერატურა 0-დან პლუს 4 გრადუსამდეა, როდესაც მისი დაგროვებისა და გადაზიდვის ვადა არ აღემატება 20 დღეს.

