“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 276

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კარანტინგამოცხადებული ტერიტორიის შესახებ მცენარეთა კარანტინის ინსპექციისგან შეტყობინებისა და გადაზიდვაშეზღუდული საქვეკარანტინო ტვირთის ნუსხის მიღების შემდეგ‚ რკინიგზა‚ რომლის საქმიანობის ზონაში მდებარეობს ასეთი ტერიტორია‚ დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე სხვა რკინიგზებს. სადგურებზე ტვირთის მიღების ყველა პუნქტში, თვალსაჩინო ადგილებში გამოიკვრება განცხადება‚ გადაზიდვაშეზღუდული საქვეკარანტინო ტვირთის შესახებ, რომელიც გადასაზიდად უსერტიფიკატოდ არ მიიღება.

2.სერტიფიკატი გაიცემა საქვეკარანტინო ტვირთის თითოეულ ვაგონზე (კონტეინერზე) ან თითოეულ გზავნილზე (პარტიაზე)‚ თუ ერთ ვაგონში (კონტეინერში) არის ტვირთის რამდენიმე გზავნილი (პარტია). სერტიფიკატის ერთი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს‚ მეორე ეგზემპლარი რჩება გაგზავნის სადგურს და ინახება, როგორც მკაცრი ანგარიშგების დოკუმენტი. ზედნადებში ტვირთგამგზავნს შეაქვს აღნიშნვა სერტიფიკატის თანდართვის შესახებ‚ სადაც მიუთითებს მის ნომერსა და გაცემის თარიღს.

3.ტვირთი გადასაზიდად არ მიიღება‚ თუ სერტიფიკატს არა აქვს ბეჭედი და ხელმოწერა‚ აქვს შესწორებული და წაშლილი ადგილები‚ წარდგენილია სერტიფიკატის ასლები‚ ან მასში ტვირთის დასახელება არ შეესაბამება ფაქტობრივად წარდგენილს.

4.სერტიფიკატი, დატვირთვის სადგურზე წარსადგენად, ვარგისია მასში მითითებული ვადის განმავლობაში. ვაგონში (კონტეინერში) ჩატვირთული ტვირთის სერტიფიკატის მოქმედების ვადა არ იზღუდება.

5.საქვეკარანტინო ტვირთს ტვირთგამგზავნი გადასაზიდად წარადგენს მხოლოდ იმ სადგურში და იმ ტვირთმიმღების მისამართით‚ რომელიც აღნიშნულია სერტიფიკატში. საქვეკარანტინო ტვირთის მისამართის შეცვლა დაიშვება, თუ მისამართის შეცვლის განმცხადებელი წარმოადგენს მცენარეთა კარანტინის ინსპექციის თანხმობას მისამართის შეცვლაზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2017261166746627728327855276
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საჰაერო კო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა