1.ცხოველთა დატვირთვა-გამოტვირთვა ხორციელდება სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით, რომელსაც დამტვირთავ-გადმომტვირთავი ამის თაობაზე ატყობინებს სატვირთო სამუშაოს დაწყებამდე არანაკლებ 24 საათით ადრე.
2.ცხოველთა დატვირთვა-გამოტვირთვა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს დღის ნათელ მონაკვეთში. გამონაკლის შემთხვევაში დაიშვება ცხოველთა დატვირთვა-გამოტვირთვა დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში იმ პირობით, რომ სატვირთო სამუშაოს შესრულების ადგილი აღჭურვილი იქნება განათების საკმარისი საშუალებით.

