Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცხოველთა სამყაროს შესახებმუხლი 39

ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 39. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის ვალდებულებანი

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ვალდებულია: ა) გამოიყენოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც მითითებულია ლიცენზიაში; ბ) დაიცვას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესები, ვადები და კვოტები; გ) ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით იმ ხერხებით, რომლებიც არ არღვევენ ბუნებრივ მთლიანობას და უზრუნველყოფენ იმ გარეულ ცხოველთა შენარჩუნებას, რომლებითაც სარგებლობა არ არის დაშვებული; დ) არ დაუშვას ცხოველთა სამყაროს ობიექტების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება; ე) რაციონალურად ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, სამეურნეო საქმიანობისას გამოიყენოს გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები; ვ) აღრიცხოს ცხოველთა სამყაროს გამოყენებული ობიექტების რაოდენობა, შეაფასოს მათი მდგომარეობა, საბინადრო გარემო და დაგენილი წესით და ვადებში წარუდგინოს სამინისტროს; ზ) განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებანი ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღწარმოების, მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით; თ) დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვის საქმეში და განახორციელოს ღონისძიებები ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო, რეგიონალური და ადგილობრივი პროგრამების შესასრულებლად; ი) შეუფერხებლად დაუშვას სამინისტროს წარმომადგენლები ობიექტებზე, სადაც ინახავს, ამუშავებს და რეალიზაციას უკეთებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებს; დროულად შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები და განკარგულებები; კ) უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს დაცვა, შეასრულოს გარეულ ცხოველთა იმ სახეობის დაცვის რეჟიმი, რომელიც მიკუთვნებულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სამყაროს ობიექტებს და შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“; ლ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს, ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს გარეულ ცხოველთა დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის და გარეულ ცხოველთა დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი; მ) დამოუკიდებლად შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მათი მდგომარეობისა და საბინადრო პირობების გაუარესების, აღწარმოებითი უნარის დაქვეითებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში; დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად.

2.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ვალდებულია შეასრულოს ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებიც. საქართველოს 200 3 წლის 6 ივნის ის კანონი № 2380 - სსმ I, № 18 24.06 . 200 3 წ., მუხ. 120

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ვალდებულია: ა) გამოიყენოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც მითითებულია ლიცენზიაში; ბ) დაიცვას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესები, ვადები და კვოტები; გ) ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით იმ ხერხებით, რომლებიც არ არღვევენ ბუნებრივ მთლიანობას და უზრუნველყოფენ იმ გარეულ ცხოველთა შენარჩუნებას, რომლებითაც სარგებლობა არ არის დაშვებული; დ) არ დაუშვას ცხოველთა სამყაროს ობიექტების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება; ე) რაციონალურად ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, სამეურნეო საქმიანობისას გამოიყენოს გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები; ვ) აღრიცხოს ცხოველთა სამყაროს გამოყენებული ობიექტების რაოდენობა, შეაფასოს მათი მდგომარეობა, საბინადრო გარემო და დაგენილი წესით და ვადებში წარუდგინოს სამინისტროს; ზ) განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებანი ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღწარმოების, მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით; თ) დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვის საქმეში და განახორციელოს ღონისძიებები ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო, რეგიონალური და ადგილობრივი პროგრამების შესასრულებლად; ი) შეუფერხებლად დაუშვას სამინისტროს წარმომადგენლები ობიექტებზე, სადაც ინახავს, ამუშავებს და რეალიზაციას უკეთებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებს; დროულად შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები და განკარგულებები; კ) უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს დაცვა, შეასრულოს გარეულ ცხოველთა იმ სახეობის დაცვის რეჟიმი, რომელიც მიკუთვნებულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სამყაროს ობიექტებს და შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“; ლ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს, ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს გარეულ ცხოველთა დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის და გარეულ ცხოველთა დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი; მ) დამოუკიდებლად შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მათი მდგომარეობისა და საბინადრო პირობების გაუარესების, აღწარმოებითი უნარის დაქვეითებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში; დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად. 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ვალდებულია შეასრულოს ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებიც. საქართველოს 200 3 წლის 6 ივნის ის კანონი № 2380 - სსმ I, № 18 24.06 . 200 3 წ., მუხ. 120

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 23 სექ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 8 ივლ. 2003· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2003

    39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ეხება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ობიექტებს, რომლებიც შეტანილია მხოლოდ საქართველოს „წითელ ნუსხაში“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 38შემდეგი მუხლი 40

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 29 ივნ. 2023 · №20

  • 1 ცვლილება · ბოლო 24 ივნ. 2003
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 38ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის უფლებები
  • 27ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სპეციალური სარგებლობა
  • 43ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 24 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის ზოგადი ვალდებულებები
  • 22 (დანართი 1)რეაგირება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 38ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 12ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო)
  • 15რეალიზატორი და მისი საქმიანობის ფარგლები

წიაღის შესახებ

  • 13წიაღით მოსარგებლის მოვალეობები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 23ობიექტის მფლობელის მოვალეობები

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 43ტყითმოსარგებლის უფლებები და მოვალეობები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 46ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3813463827432324 (დ…22 (დ…43121539
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს გარემოს და…კოლხეთის დაცული ტერიტო…შინაურ ბინადარ ცხოველთ…წიაღის შესახებპროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 29 ივნ. 2023 · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა 7 ნოე. 2026