საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 26 (დანართი 1). პატრულირების ფორმები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პატრულირება ხორციელდება დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურ(ეებ)ის მიერ, შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე, განსაზღვრული სამოძრაო მიმართულების თანახმად.

2.პატრულირება ხორციელდება ღია , ფარული ან შერეული მეთოდით − ავტომანქანით ან / და მცურავი საშუალებით ან / და ქვეითად .

3.ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირება ხორციელდება ეკიპაჟით , დეპარტამენტის ორი უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის შემადგენლობით .

4.ღია მეთოდით პატრულირება ხორციელდება სპეციალური განმასხვავებელი ნიშნების მქონე ავტომანქანით .

5.ფარული მეთოდით პატრულირება ხორციელდება ავტომანქანით , რომელსაც არ აქვს სპეციალური განმასხვავებელი ნიშნები . ფარული მეთოდით პატრულირება დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ შესაძლებელია , განახორციელოს სპეციალური ტანსაცმლის ( უნიფორმის ) გარეშე , აღნიშნულ შემთხვევაში ის ვალდებულია , იქონიოს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა .

6.შერეული მეთოდით პატრულირება ხორციელდება ერთდროულად ორი ავტომობილით , რომელთაგან ერთს აქვს სპეციალური განმასხვავებელი ნიშნები , ხოლო მეორეს − არა .

7.პატრულირება ხორციელდება დღე - ღამის ნებისმიერ დროს , 24- საათიან სამუშაო რეჟიმში . პატრულირების გრაფიკს , პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟის შემადგენლობისა და ეკიპაჟის სამოძრაო მიმართულებების მითითებით , ადგენს შესაბამისად დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი , ხოლო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში − საამისოდ უფლებამოსილი სხვა საჯარო მოსამსახურე .

8.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს გამართული აღჭურვილობა , უნდა ეცვას სპეციალური ტანსაცმელი ( უნიფორმა სრული ეკიპირებით , შესაბამისი სეზონის გათვალისწინებით ), გარდა ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა , ვიზუალურად უნდა იყოს მოწესრიგებული , ჰქონდეს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა , ოქმები , აქტების ბლანკები , ახსნა - განმარტების ბლანკები და სხვა საჭირო დოკუმენტები და ამასთანავე უფლებამოსილია , თან იქონიოს : ა ) სამსახურებრივ - საშტატო იარაღი ( მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ); ბ ) ფიზიკური იძულების სპეციალური საშუალებები და სხვა აღჭურვილობა ; გ ) ფოტო და ვიდეოკამერა ; დ ) ავტოკალამი , ფანქარი , სახაზავი , ელფანარი და სხვა საჭირო ნივთები . საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 თებერვლის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 22.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისის დადგენილება №357 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პატრულირება ხორციელდება დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურ(ეებ)ის მიერ, შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე, განსაზღვრული სამოძრაო მიმართულების თანახმად. 2. პატრულირება ხორციელდება ღია , ფარული ან შერეული მეთოდით − ავტომანქანით ან / და მცურავი საშუალებით ან / და ქვეითად . 3. ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირება ხორციელდება ეკიპაჟით , დეპარტამენტის ორი უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის შემადგენლობით . 4. ღია მეთოდით პატრულირება ხორციელდება სპეციალური განმასხვავებელი ნიშნების მქონე ავტომანქანით . 5. ფარული მეთოდით პატრულირება ხორციელდება ავტომანქანით , რომელსაც არ აქვს სპეციალური განმასხვავებელი ნიშნები . ფარული მეთოდით პატრულირება დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ შესაძლებელია , განახორციელოს სპეციალური ტანსაცმლის ( უნიფორმის ) გარეშე , აღნიშნულ შემთხვევაში ის ვალდებულია , იქონიოს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა . 6. შერეული მეთოდით პატრულირება ხორციელდება ერთდროულად ორი ავტომობილით , რომელთაგან ერთს აქვს სპეციალური განმასხვავებელი ნიშნები , ხოლო მეორეს − არა . 7. პატრულირება ხორციელდება დღე - ღამის ნებისმიერ დროს , 24- საათიან სამუშაო რეჟიმში . პატრულირების გრაფიკს , პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟის შემადგენლობისა და ეკიპაჟის სამოძრაო მიმართულებების მითითებით , ადგენს შესაბამისად დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი , ხოლო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში − საამისოდ უფლებამოსილი სხვა საჯარო მოსამსახურე . 8. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს გამართული აღჭურვილობა , უნდა ეცვას სპეციალური ტანსაცმელი ( უნიფორმა სრული ეკიპირებით , შესაბამისი სეზონის გათვალისწინებით ), გარდა ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა , ვიზუალურად უნდა იყოს მოწესრიგებული , ჰქონდეს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა , ოქმები , აქტების ბლანკები , ახსნა - განმარტების ბლანკები და სხვა საჭირო დოკუმენტები და ამასთანავე უფლებამოსილია , თან იქონიოს : ა ) სამსახურებრივ - საშტატო იარაღი ( მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ); ბ ) ფიზიკური იძულების სპეციალური საშუალებები და სხვა აღჭურვილობა ; გ ) ფოტო და ვიდეოკამერა ; დ ) ავტოკალამი , ფანქარი , სახაზავი , ელფანარი და სხვა საჭირო ნივთები . საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21  თებერვლის  დადგენილება №95  - ვებგვერდი, 22.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისის  დადგენილება №357  - ვებგვერდი, 10.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 10 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
243238143³1819223427 (დ…28 (დ…31 (დ…1626 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…პოლიციის შესახებშეკრებებისა და მანიფეს…საქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის შესახ…შრომის ინსპექციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა