“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 305

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დახურულ ვაგონებში დასაშვებია შემდეგი რაოდენობის ცხოველთა ჩატვირთვა: ა) მსხვილფეხა რქოსანი ზრდასრული პირუტყვისა – 16-დან 24-მდე სული, მათი ზომისა და წონის მიხედვით; ბ) მსხვილფეხა რქოსანი მოზარდეული პირუტყვისა – 24-დან 28-მდე სული; გ) დეკეულისა – 36-დან 50-მდე სული, ასაკის მიხედვით; დ) ცხვრისა და თხისა – 80-დან 100-მდე სული; ე) ღორისა – 50-დან 60-მდე სული (ერთი ცხოველის 80 კგ-მდე წონისას), 44-დან 50-მდე (ერთი ცხოველის 80 კგ-დან 100კგ-მდე წონისას), 28-დან 44-მდე სული (ერთი ცხოველის 100კგ-დან 150 კგ-მდე წონისას) და 20-დან 28-მდე სული (ერთი სულის 150 კგ-ზე მეტი წონისას); ვ) ცხენისა – არა უმეტეს 14 სულისა; ზ) აქლემისა – არა უმეტეს 8 სულისა.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რაოდენობის ცხოველთა ჩატვირთვის დამთავრების შემდეგ, ვაგონში უნდა დარჩეს თავისუფალი ადგილი, სადაც შეიძლება დაეტიოს კიდევ ერთი ცხოველი.

3.საჯიშე და მაღალპროდუქტიული ცხოველების დატვირთვის ნორმები განისაზღვრება ტვირთგამგზავნის მიერ, ვეტერინარულ ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14214512730730830019722469 (და…34305
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საგზაო მოძრაობის შესახ…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სარკინიგზო…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა